მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი, ქალზე ძალადობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალზე ძალადობაში ბრალდებული 29 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე და კრივში ევროპის ჩემპიონი გიორგი ყუშიტაშვილი. მას ჯარიმად 5150 ლარის გადახდა დაეკისრა.
გამოძიება გიორგი ყუშიტაშვილს ქალის ცემას ედავებოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულია.
3 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ყუშიტაშვილმა ბრალი აღიარა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.
დაზარალებული ქალი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ერთი წელი ელოდებოდა ამ სხდომას — “ვემზადებოდი სასამართლოში ჩვენების მისაცემად, რადგან ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, ჩვენების მიცემა აღარ გახდა საჭირო”. დაზარალებულს მოსამართლემ მხოლოდ ორი კითხვა დაუსვა: თანახმა იყო თუ არა ბრალდებულს ამინისტია შეხებოდა და რა სასჯელს განიხილავდა მისთვის.
„ჩემთვის სასჯელის სახეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს ადამიანი ჯარიმას გადაიხდიდა თუ ერთი წლით ჩაჯდებოდა ციხეში, მთავარი იყო, რომ სასამართლოს ის დამნაშავედ ეცნო ჩადენილი დანაშაულისთვის და ასეც მოხდა. დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“, - ამბობს ქალი.
დაზარალებულმა გამოხატა ცნობისმოყვარეობა იმის თაობაზე, საქართველოს სახელით დაუშვებდა თუ არა კრივის ფედერაცია ძალადობის მუხლით გასამართებულ ადამიანს საერთაშორისო ტურნირებზე.
“ამ ერთი წლის განმავლობაში, იმდენი ვიბრძოლე და იმდენი ომი გამოვიარე საკუთარ თავთან, რომ მე მისი აღარ მეშინია, მაგრამ სხვა ადამიანების გამო მეშინია... როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როგორი სისასტიკით მოკლეს კესარია აბრამიძე, არ მგონია სწორი, რომ ქალზე ძალადობაში დამნაშავედ ცნობილი კაცი წახალისებული იყოს სპორტის სამყაროს მხრიდან და მან ისევ ისე გააგრძელოს სპორტული კარიერა, როგორც აქამდე“, — თქვა ქალმა.
გიორგი ყუშიტაშვილის ინტერესებს სასამართლოში კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ადვოკატი— გიორგი ჭოჭუა იცავდა.
მისი რადიო თავისუფლებასთან მტკიცებით, იგი არ ცნობდა მოკრივეს დამნაშავედ და ამბობდა, რომ სასამართლო პროცესზე მის უდანაშაულობას “აუცილებლად დაამტკიცებდნენ”.
გამოძიებაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ 23 ოქტომბერს, გიორგი ყუშიტაშვილმა, თბილისში, ხომლელის ქუჩის მიმდებარედ, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდა.
იმ პერიოდში, ქალმა რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ მოკრივემ მას მანქანაში სცემა.
"გვიან ღამით მის სახლთან რომ მივედით, სახლში ასვლა შემომთავაზა, თუმცა, არ მინდოდა აყოლა და ტაქსის გამოძახება გადავწყვიტე. სანამ ტაქსის გამოვიძახებდი, წავკამათდით. ამ კამათის მიზეზმა გააღიზიანა, მეცა თმაში და თავი მარტყმევინა. ამ მომენტში, არ ვიცი როგორ, მაგრამ ვიდეოს ჩართვა მოვახერხე და ვიდეოსთან ერთად "ფლეშიც" ჩაირთო. ამაზე სულ გაგიჟდა, ტელეფონის წართმევა უნდოდა, მირტყამდა. ძალიან შემეშინდა და ჩემი ხელით ვაჩვენე ტელეფონი, რომ ვერაფრის გადაღება ვერ მოვასწარი და ცოტა დამშვიდდა, გადავიდა მანქანიდან", — ჰყვება ქალი რადიო თავისუფლებასთან.
დაზარალებულმა 112-ში დარეკა, თუმცა მისივე მტკიცებით როცა ყუშიტაშვილმა შეიტყო რომ გადაუდებელი სამსახურის ოპერატორს ესაუბრებოდა, მაშინ მეორედ დაესხა თავს.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები