ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

19 Sep. 2024, 21:03

როდესაც ქალაქ გორში ჩემი გამოსვლისას შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა, ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს.

ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია, გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი გარე დაკვეთით სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, თუმცა არცერთ მათგანს მცდელობაც არ ჰქონია, თავი ემართლებინა, გასაგებია, რომ ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელისგულზე დევს, გასაგებია, რომ ცნობილი რეზოლუციაზე ხმის მიცემით, შემდეგ კი, ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ, მაგრამ ალბათ მსგავს თვითლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა.

ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ - საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.

ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი გამოეცლება, საქართველოს გამთლიანებას ხელოვნური ბარიერი შეუქმნას და ქვეყანა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
  5. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები

აშშ-ის ტენესის შტატში, პატიმარი კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯისას ლეტალური ინექციის 2 დოზას გადაურჩა,…