რა ხდება ფრონტის ხაზზე — ბოლო ცნობები უკრაინიდან
ფოტო: New York Times
რატომ არის მნიშვნელოვანი: გასულ წელს უკრაინამ წარმატებული კონტრშეტევა განახორციელა და რუსული ძალები კიევიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის, ასევე, სამხრეთით, ხერსონის რეგიონის ტერიტორიებზე დაამარცხა.
- ოკუპანტები კვლავ იკავებენ აღმოსავლეთის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხრეთისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ნაწილებს.
- პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სურთ, მათი მიწის ყოველი სანტიმეტრი დაიბრუნონ რუსეთისგან, რომელმაც ცალმხრივად გამოაცხადა უკრაინის ხუთი რეგიონი საკუთარ შემადგენლობაში.
ზაფხულის კონტრშეტევა, რომელიც უკრაინამ წამოიწყო, გრძელდება.
- ომში მყოფი ქვეყნის ოფიციალური პირები ფრონტის ხაზზე გარკვეულ წინსვლაზე საუბრობენ.
- უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.
-
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მაილიარმა ტელეგრამზე განაცხადა.
-
მანვე თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ შეტევით მოქმედებებს.
აზოვის ბატალიონის დაბრუნება: 17 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ აზოვის ბატალიონი აღდგა და ფრონტის ხაზზე დაბრუნდა.
- უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლის თქმით, აზოვის მებრძოლები საიმედოდ იკავებენ თავიანთ პოზიციებს და გამანადგურებელ ზარალს აყენებენ მტერს.
- "ლეგენდარული აზოვის სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აღდგენილია და დაიწყო საბრძოლო მისიების შესრულება სერებრიანსკის სატყეო ზონაში", — განაცხადა პოლკოვნიკმა, ნიკოლაი ურშალოვიჩმა.
-
აზოვსტალის მცველები რუსეთმა ტყვედ 2022 წლის 17 მაისს აიყვანა, ამავე წლის სექტემბერში, რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის პირობებით, აზოვის მებრძოლები, მათ შორის, მეთაური, დენის პროკოპენკო, თურქეთში გაგზავნეს.
-
ისინი ომის დასრულებამდე იქ უნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა 2023 წლის ივლისში აზოველები თურქეთში მყოფ ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად სამშობლოში დაბრუნდნენ.
-
რუსეთმა თურქეთი და უკრაინა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ოთხი სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
- მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა 40-ჯერ დაბომბეს უკრაინის სხვადასხვა დასახლება მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
- გენშტაბის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურა.
რუსეთს წარუმატებლობა ფრონტის ხაზზე 5 მიმართულებით აქვს.
- უკრაინის გენშტაბის ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა.
- მათივე ინფორმაციით, ოკუპანტების შეტევა მოგერიებულია ლიმანის მიმართულებით, ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას რაიონში.
- რუსეთი კვლავ ვერ აღწევს თავის მიზანს ბახმუტის მიმართულებით. წარუმატებელი აღმოჩნდა მათი შეტევითი ოპერაციები დონეცკის ოლქის ბოგდანოვკასა და ბელაია გორას რაიონებში.
- უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას მარინკას მიმართულებით, დონეცკის რეგიონში, მარინკასა და კრასნოგოროვკას რაიონებში.
- ომში მყოფი ქვეყნის ოფიციალური პირები, ასევე, იტყობინებიან რუსეთის მარცხზე ავდიივკას მიმართულებითაც.
სხვა რეგიონებში სიტუაცია კვლავ რთულია. გასულ ღამეს ოკუპანტებმა მხოლოდ ხერსონის ოლქს 207 ჭურვი ესროლეს.
- უკრაინის ოფიციალური უწყებების ცნობით, ჩერნიგოვში 52 აფეთქება მოხდა.
- მტერმა გამოიყენა ნაღმტყორცნები და არტილერია. ადგილობრივი მოსახლეობის მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- ოკუპანტებმა 20-ზე მეტი ჭურვი ესროლეს დნეპროპეტროვსკის დასახლებებს.
- უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან, თუმცა დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.
- ბოლო 24 საათის რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს 20 დასახლებულ პუნქტს 79 დარტყმა მიაყენეს.
- დაფიქსირდა 22 ცნობა საცხოვრებელი კორპუსების, დამხმარე შენობებისა და ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.
- ხარკოვის ოლქში, ქალაქ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები