ვიოლა ფონ კრამონ

19 Jul. 2023, 15:56

გრძელი სიაა რეკომენდაციების, რომლებიც ამ დრომდე არ არის შესრულებული. მიხეილ სააკაშვილის საკითხი კიდევ ერთი დამატებითია. ეს არ არის რეკომენდაციებში, მაგრამ ვიცით, რომ აქვს გავლენა, ეფექტი პროცესზე. 

კომისია ყოველდღიურად იღებს ცნობებს, რომ რეკომენდაციები არ სრულდება. ეს არ არის ოპოზიციის ნარატივი, ან რომელიმე სხვა აქტორის საქართველოში, არამედ კომისიის შეფასება. რა თქმა უნდა, შესაძლოა ცვლილებები იყოს, მაგრამ ამ დრომდე შესრულებულია მხოლოდ სამი, ნაკლებად კრიტიკული რეკომენდაცია. დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა არაა განხორციელებული. იმ ეტაპზეც კი არ არის, რომ ვიფიქროთ პროცესი დაწყებულია. ეს დიდ იმედგაცრუებას იწვევს. 

დრო კიდევ არის. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუ ამის სურვილი მმართველ გუნდს აქვს. მე, იცით, რომ ყოველთვის ვემხრობოდი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ბევრი წევრი სახელმწიფო ასე არ ფიქრობს, მიზეზი საქართველოში განვითარებული მოვლენებია. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა

ისტორიის განმავლობაში ძველ ეგვიპტეს სხვადასხვა ფორმით არაერთი ქალი მართავდა. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია…