ნიკა გვარამია

12 Jun. 2023, 22:17

ბექა ყორშიას სიუჟეტი, შეიძლება ითქვას, ანატომიური თეატრია. ბექამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა. არაფერი სხვა: არც გამოკვლევა, გამოძიება, არც ინტერპრეტაცია, არც შეფასება, მხოლოდ სისტემის თვითაღიარება: ვერ მოედავები, ვერსაიდან შემოუვლი, მიკერძოებულობას ვერ დააბრალებ. ამიტომაცაა სისტემის ანატომიის ამსახველი ეს 10 წუთი. ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი, ზუსტი და ადვილად აღსაქმელი მხილება. ამიტომაც არის ეს 10 წუთი, ალბათ, გაცილებით საშიში სისტემისთვის, ვიდრე შეფასებების, გამოძიებების, ახსნა-განმარტებების, მსჯელობებისა და რთული კონსტრუქციების საათები, დღეები, თვეები და, შესაძლოა, წლებიც. ამიტომაც არის ახალგაზრდა, ღრმად განათლებული, ფასეულობების ერთგული, ორიგინალურად მოაზროვნე გამბედავი პატრიოტების ადგილი იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავლის საკითხები წყდება — იქნება ეს მედია, პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა.

აქებ აიშროყ, ვამაყობ შენით, მიყვარხარ და გგულშემატკივრობ ყველა შენს წამოწყებაში.

აქვე, მივმართავ ყველას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩათვლით, ასევე, სახალხო დამცველს (მისი არაადეკვატური და მისსავე მანდატს აცდენილი შეფასების მიუხედავად): ჟურნალისტი ბექა ყორშია არის მუქარების ობიექტი და საქართველოში არსებული უამრავი პრეცედენტის გათვალისწინებით, შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშსწორების რისკების უყურადღებოდ დატოვება. მოგიწოდებთ, გაატაროთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად. ვითარებაზე პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე სრულად ეკისრება ხელისუფლებას. საზოგადოებასაც მინდა ვთხოვო ყურადღება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით.

ნიკა #212

ბექა ყორშიამ სიუჟეტში მეცნიერებათა აკადემიის ახალდანიშნული ხელმძღვანელი, როინ მეტრეველი დაპრანკა. მან მეტრეველს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სახელით დაურეკა და ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, ის კი მალევე დათანხმდა.

ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტი სატირული სიუჟეტის გამო გააკრიტიკა. ყორშიამ განაცხადა, რომ როინ მეტრეველის შვილიშვილებმა სიუჟეტის ლაივშივე გაწყვეტის თხოვნით "ყველას დაურეკეს". ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მას მუქარებით ვერ შეაშინებენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
  2. სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
  3. რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
  4. ირაკლი კობახიძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კონკრეტულ პროდუქტებზე ფასის მატება კარტელური გარიგებების საფუძველზე ხდება
  5. ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?

დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 23-მა ქვეყანამ, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით…