ზურაბ გუმბარიძე

18 Apr. 2023, 21:36

ვერცერთი არხი ვერ ახერხებს იმას, რომ საკუთარი შემოსავლებით უზრუნველყოს ხარჯების დაფარვა. მიუხედავად იმისა, რომ წილების გადაცემა მოხდება, დავით კეზერაშვილის ძალიან მტკიცე განზრახვა არის ის, რომ ის ფინანსურად გააგრძელებს არხის დაფინანსებას და ამას, პრინციპში, წილებთან კავშირი არც აქვს.

აქამდეც, ჩვენც გვქონდა ამ ტელეკომპანიაში გარკვეული წილობრივი მონაწილეობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფინანსურად ვიყავით დონორები ამ არხის. ცხადია, ეს ასე არ იყო. ერთადერთი დონორი, ამ არხს ვინც ჰყოლია აქამდე, ეს იყო დავით კეზერაშვილი. მისი კონტრიბუცია არის აუცილებელი პირობა, რომ არხმა იარსებოს.

ამის შესახებ ფორმულას დირექტორმა ტელევიზიის ეთერში ისაუბრა. დღეს ცნობილი გახდა, რომ არხის დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი ფორმულას საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს. მანამდე კეზერაშვილი BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ ამხილა თაღლითობის გლობალურ ქსელთან კავშირში, რომელმაც მილიარდ დოლარზე მეტი მიითვისა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  2. გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
  3. გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
  4. ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
  5. საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს. სამსახურმა NEWS.On.ge-ის…