გიორგი მარგველაშვილი

23 Dec. 2022, 20:16

შენ თუ მართლა მებრძოლი ხარ, თუ მართლა ან გიბრძოლია, ან სააკაშვილის დროს ხმა ამოგიღია და არ შესციცინებდი, რომ შენთვის რაღაცა ძვალი გადმოეგდო, ან მისი ლაქია არ იყავი, შეუძლებელია, შენ თუ გიბრძოლია მართლა სიმართლისთვის, მართლა ადამიანის უფლებისთვის, მართლა ჩაგრულის დაცვისთვის, შეუძლებელია, შენ დღეს მოგწონდეს, სააკაშვილს რასაც უკეთებენ.

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის წამება მოსწონთ იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის დროს თვითონ აწამებდა, რადგან მე ვისაც ვიცნობ, სააკაშვილზე გაბრაზებულები ისინი არიან, ვინც სააკაშვილის დროს ან კარგად ფულს აკეთებდა, ან რაღაცა თანამდებობა ჰქონდა და მერე უბრალოდ რაღაც მომენტში ან გადახტა, ან გადმოხტა, ან მიშასთან გაუფუჭდა ურთიერთობა. 

შენ თუ ოდესმე გიბრძოლია რამე ღირებულებისათვის, შენ ვერ იტყვი, მოდი, რა არ აწამონ გირგვლიანი და ამისთვის იბრძოლებ და მერე იტყვი, რომ სააკაშვილი ახლა აწამონ. არ მჯერა ამ ადამიანების.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს

ტატუს გაკეთება ბევრისთვის თვითგამოხატვის, მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნის ან უბრალოდ ესთეტიკური სიამოვნების მიღების…