თეა წულუკიანი

6 Dec. 2022, 01:02

მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მაქვს სრული ნდობა ჩვენი პენიტენციური სამსახურის, იქ მომუშავე პროფესიონალი სამედიცინო თუ სხვა კადრების მიმართ, ვისაც უსაფრთხოების საკითხები აბარია და შესაბამისად, აქ მე კითხვის ნიშანი არ მაქვს. რა საკვირველია, პატიმრობა არავისთვის არის დალხენილი მდგომარეობა და ასე არის მოცემული პატიმრისთვის, ბატონი სააკაშვილისთვის. მას შეიძლება, მხოლოდ თუ კი მისი სიცოცხლის ინტერესში ვმოქმედებთ, ვუსურვოთ, დაემორჩილოს მკურნალობის კურსს, რაღაცნაირად გაიაზროს, რომ ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეთ დროს კანონით გათვალისწინებულია სასჯელის მოხდა, ეს მისი რეალობაა და ამ რეალობასთან შეგუება არ იქნებოდა ურიგო იმისათვის, რომ შესაბამისად მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახოს, რომ პატიმარი ათვითცნობიერებს, რომ დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, სასჯელის მოხდისას თვითონვე არის ადეკვატური სასჯელთან. ვფიქრობ, რომ მის დაავადებას ბრჭყალებში ალბათ, ასე ჰქვია, რომ მას აქვს ადეკვატურობის პრობლემა საკუთარ საქციელთან წარსულში და სასჯელთან, რომელიც მას დამოუკიდებელმა მოსამართლემ მიუსაჯა. ეს არ არის არავისთვის გასახარელი და ყველა პატიმარს ჩვენ ყოველთვის ვუსურვებთ კარგად ყოფნას და ჯანმრთელად ყოფნას იმ საკანში, რომელშიც ის იმყოფება


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის…