გიორგი მგელაძე მუხტარლის გატაცებაზე: პასუხისმგებლობა ჩვენს ხელისუფლებას ეკისრება
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
სტუდია მონიტორის ჟურნალისტი და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მგელაძე ამბობს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ამის შესახებ მგელაძემ On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან გამართულ აქციაზე განუცხადა.
მგელაძის თქმით, მუხტარლი აზერბაიჯანში ან საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით, ან "წაყრუებით" მოხვდა.
"ადამიანის უფლებების დაცვაზე თუ აქვს პრეტენზია ჩვენს ქვეყანას, წარმოუდგენელია გადასცეს, ან ხელი შეუწყოს ჟურნალისტის გადაცემას იმ ქვეყანაში, სადაც უკვე საქვეყნოდ აღიარებულია, რომ ჟურნალისტების, ადამიანების უფლებები ირღვევა და ის შეიძლება იქ გახდეს წამებისა, არაადამიანური მოპყრობის და არასამართლიანი სასამართლო განხილვის მსხვერპლი," - უთხრა მგელაძემ On.ge-ს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი აქცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციაზე შეკრებილები არიან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები.
აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც თავს თბილისს აფარებდა ოჯახთან ერთად. მისი ცოლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგანი თბილისში, სოლოლაკის ტერიტორიიდან 29 მაისს დაიკარგა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. მუსტაფაევას აინტერესებს, როგორ გადაკვეთა მუხტარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მაშინ, როცა მისი პასპორტი თბილისში, სახლში ჰქონდა დატოვებული. თავად მუხტარლიმ აზერბაიჯანში ადვოკატს უთხრა, რომ ის ნაცემია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყეს, თუმცა, ჯერ არ განუმარტავთ, როგორ აღმოჩნდა თბილისში დაკარგული ჟურნალისტი ბაქოს ციხეში. აფგან მუხტარლი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილ პირებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ, რადგან მათ თავშესაფარს არ აძლევენ და უკან, აზერბაიჯანში აბრუნებენ, სადაც წამება და მრავალწლიანი პატიმრობა ელოდებათ.
აფგან მუხტარლის აზერბაიჯანის პროკურატურამ სამი ბრალი წაუყენა, სასამართლომ კი ჟურნალისტს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები