მეუფე ანტონი

16 Nov. 2022, 19:34

მინდა, გამოვეხმაურო მეუფე სიმეონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს. [...]

[ჟურნალისტებს] მინდა ვთხოვო, იქნებ მიაბრუნონ ის კამერები და მიკროფონები მათი შეფებისაკენ და მათ გადაუღონ და ისევე უტიფრად დაუსვან კითხვები, საიდან აქვთ ამდენი შესაძლებლობები, ყოველ ჯერზე რომ უკანასკნელი მოდის ზმანებში არიან გამოწყობილი, როგორი ავტომობილები ემსახურებათ თუ ყავთ, როგორ ცხოვრობენ, გვაჩვენონ მათი სახ-კარი. [სტილი დაცულია]

ეს ოფიციალური ინტრიგნები მუდამ ზიზღსა და ღვარძლს თესავენ ადამიანებში, აღვივებენ სიძულვილს, შეძლებული ადამიანისადმი ბოღმას. [...]

რად გინდათ, რატომ იძენთ უახლოეს აპარატურებს, ამკობთ და ალამაზებთ სტუდიებს, დასხედით ერთ პატარა ოთახში და ერთი ხელი ტანსაცმლით წაიყვანეთ თქვენი ტელეგადაცემები, დანარჩენი მოახმარეთ ქვრივ-ობოლთ... ჩაგეცინათ? ხო, მაგ ჭკუაზე ხართ ეხლა თქვენ...

ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ფეისბუკზე დაწერა. იგი გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსს Toyota Land Cruiser მრევლმა აჩუქა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…