დღეიდან თიბისის მომხმარებლები Android-ისა და WearOS-ის მოწყობილობში Google Pay-ს გამოყენებას შეძლებენ
ფოტო: თიბისი
დღეიდან თიბისი Google-ის გადახდების სისტემის გამოყენებას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ Google-ის მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით Android-ისა და WearOS- ის მოწყობილობებზე.
მომხმარებლებს თიბისის ბარათების შენახვა Google Wallet-ში შეეძლებათ. Google Wallet ციფრული საფულეა, რომელზეც წვდომა საქართველოში დღეიდან შესაძლებელი იქნება ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდებია. ბანკის ბარათების გარდა, Google Wallet-ში სამგზავრო და სხვადასხვა ღონისძიების ბილეთების შენახვაც შესაძლებელია.
ბარათის დაცვის თიბისის მიერ უზრუნველყოფილ მექანიზმებზე დამატებით, Google Pay უსაფრთხოების დამატებით შრეებს გვთავაზობს, რაც ამ სისტემით გადარიცხვას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის. Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით ხორციელდება. თითოეულ მოწყობილობას უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების დინამიურ კოდთან, რომელიც ყველა შემდგომი ტრანზაქციისაც იცვლება და ამით გადახდის პროცესის მეტი დაცულობა უზრუნველყოფილია. ასევე, ტელეფონის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, "Find my device" ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია მოწყობილების დაბლოკვა, პირადი ინფორმაციის დისტანციურად წაშლა, ან ახალი პაროლის დაყენება.
"Google Pay 45-ზე მეტ ქვეყანაში უზრუნველყოფს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android-ით ან Wear OS-ის მოწყობილობით. მომხმარებლებს შეუძლიათ, დაამატონ ბარათები Google Wallet- ში და მშვიდად იყვნენ, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია უსაფრთხოა ნებისმიერი ტრანზაქციისას", — ამბობს ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.
"თავისი არსებობის 30 წლის მანძილზე, თიბისი ყოველთვის იდგა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტების ავანგარდში და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა საუკეთესო სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილებას. ჩვენ ვაგრძელებთ მომხარებლისთვის მოწინავე, ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებას. თიბისი სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან - ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება. მოხარულები ვართ, რომ დღეიდან თიბისის მომხმარებლების ყოველდღიური ცხოვრება ერთი ნაბიჯით უფრო გამარტივდება, რადგან ისინი Google Pay-ს გამოყენებით შეძლებენ საბანკო ტრანზაქციების უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელებას", — ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.
თიბისის ბარათის Google Pay-ში გამოსაყენებლად, ჩამოტვირთეთ Google Wallet, რომლის ნახვაც თქვენს ტელეფონებსა და მოწყობილობებში Google Play Store-შია შესაძლებელი.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები