თიბისის მხარდაჭერით, ბესტი ჯგუფი ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ქარხანას აშენებს
ფოტო: თიბისი
ბესტი ჯგუფის ისტორია 2012 წლიდან იწყება. კომპანია უკვე ათი წელია, ბეტონის სამრეწველო იატაკებს აწყობს და ამ სფეროში მომსახურების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ამჯერად, ბესტი ჯგუფი, თიბისის მხარდაჭერით, ბეტონის საწარმოს აშენებს, რომლითაც იგი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებლებს.
"ჩვენმა გუნდმა ბეტონის სამრეწველო იატაკებზე მუშაობა ბესტი ჯგუფის დაარსებამდე ბევრად ადრე დაიწყო. 2010 წლიდან კი დავაარსეთ კომპანია, რომელმაც უკვე ასობით პროექტი განახორციელა მთელი საქართველოს მასშტაბით", — ამბობს ბესტი ჯგუფის დამფუძნებელი, მალხაზ კოხრეიძე.
ბესტი ჯგუფმა თავდაპირველად საქმიანობა მხოლოდ ბეტონის სამრეწველო იატაკების მოწყობით დაიწყო, თუმცა მას უკვე ათზე მეტი სერვისი შეემატა, მათ შორისაა იატაკის მოჭიმვა, ბეტონის იატაკის პოლირება და განახლება, დეკორატიული, ბეჭდური თუ კენჭოვანი იატაკის მოწყობა, ტექნიკის გაქირავება და სხვა. ამჯერად კი, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მუშაობა ბეტონის საწარმოზე დაიწყეს, სადაც სპეციალურად იატაკისთვის შესაბამის ბეტონს მოამზადებენ, ასევე გამოუშვებენ სხვადასხვა სახის ნაკეთობას — ბორდიურებს, სამშენებლო ბლოკებს, ტროტუარების მოსაწყობ ფილებს და სხვა.
"ათწლიანმა მუშაობამ და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ შეიძლება დანერგო კარგი პრაქტიკა, იმუშაო თავდაუზოგავად, მაგრამ მასალის ხარისხი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია. კონკრეტულად იატაკების მოწყობის შემთხვევაში კი, ჩვენ დამოკიდებული ვიყავით სხვა კომპანიების მიერ მოწოდებულ ბეტონზე. ისინი, მართალია, მაღალი დონის ბრენდებია, მაგრამ ჩვენს სამრეწველო იატაკებს სჭირდებათ ზედმიწევნით ხარისხიანი პროდუქტი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, მიგვემართა თიბისი ბანკისთვის, აგვეღო სესხი და დაგვეწყო საკუთარ ბეტონის ქარხანაზე მუშაობა", — აღნიშნავს მალხაზ კოხრეიძე.
ბესტი ჯგუფის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ბეტონის ხარისხს მისი შემადგენელი კომპონენტები განსაზღვრავს, კონკრეტულად იატაკებისთვის სპეციალურად შერჩეული ქვიშაა საჭირო. "ჩვენი კონკურენტებიც დაგვეთანხმებიან, რომ ბაზაზე არსებული ბეტონით ხშირად არ გამოდის ისეთი იატაკი, როგორიც საჭიროა — ქვიშა უნდა იყოს ერთგვაროვანი და თუ ასე არაა, იატაკის ხარისხის დონე ქვეითდება. საკუთარი ბეტონის ქარხანა კი საშუალებას მოგვცემს, რომ არა მხოლოდ ჩვენ ვაკეთოთ მაღალი ხარისხის ბეტონის იატაკები, არამედ ამ სფეროში მომუშავე სხვა კომპანიებმაც ისარგებლონ ამ შესაძლებლობით".
აღსანიშნავია, რომ ქარხნის მშენებლობა უკვე დაწყებულია, იანვარ-თებერვალში იგი საჭირო დანადგარებით აღიჭურვება, სრული დატვირთვით კი მარტიდან ამუშავდება.
ჯგუფის გუნდი ათი წლის განმავლობაში 20 ადამიანიდან 120-მდე გაიზარდა, ქარხნის გახსნის შემდეგ კი კომპანია კიდევ 50-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ბესტი ჯგუფი პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მათ შორის აღსანიშნავია პროექტები საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, სავაჭრო ცენტრებში, ბენზინგასამართ სადგურებზე და სხვა. მისი პორტფელი მოიცავს კომპანიებს, როგორებიცაა: აქსის თაუერი, აგროჰაბი, რუსთავის სერვის სამსახურები, კარფური, გასტრონომი, ბრედფილდის საწარმო, სითი მოლი, რუსთავი მოლი, სარაჯიშვილი, შატო მუხრანი, არემჯი და სხვები.
ბესტი ჯგუფს ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერტიფიკატი აქვს მიღებული, ამასთან კომპანია ხშირადაა წარმოდგენილი ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებზე.
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები