დავით ჯანდიერი

3 Nov. 2022, 18:07

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-6 მუხლის ანუ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა. სამი ძირითადი მოთხოვნა იყო სასამართლოს წინაშე დაყენებული: ერთი უკავშირდებოდა მტკიცებულებების მოპოვებას და გამოყენებას, მეორე საკითხი დაკავშირებული იყო საქმის განხილვასთან დახურულ რეჟიმში, მთელი პროცედურის განმავლობაში და მესამე უკავშირდებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. პირველ ნაწილში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, სხვა დანარჩენს ნაწილებში სასამართლომ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა განაჩენი. [...]

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საფუძველი საქმის წარმოების განახლების. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. მეორე, მინისტრთა კომიტეტი მათ შორის და არსებობს შესაბამისი რეზოლუციებიც, რომელიც ითვალისწინებს იმ პირობებში, იმ დარღვევების შემთხვევაში, რასაც მამალაძის საქმეზე ჰქონდა ადგილი, საქმის წარმოების განახლებას. თუ ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ანუ საბოლოო გახდება ასეთ შემთხვევაში გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს, რომელმაც უნდა გაუწიოს ზედამხედველობა აღსრულებას.

ამბობს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მამალაძის საქმეზე რამდენიმე კონვენციური მუხლის დარღვევა დაადგინა და მთავრობას დეკანოზ მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და…