კელი დეგნანი

1 Nov. 2022, 18:56

მქონდა პრივილეგია, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს, სასამართლოს ყველა დონეზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, რეგიონებშიც. ყველა მათგანისგან მსმენია აშშ-ში ვიზიტის შესახებ და ჩვენ, ასევე, ამერიკელი მოსამართლეები ჩამოგვყავს აქ, რათა ტრენინგები ჩაატარონ.

ქართველი მოსამართლეებისგან ვიცი, რომ ისინი უფრო მეტი მსგავსი აქტივობებით არიან დაინტერესებულები, მათ შორის, უფრო მეტი ვიზიტებით ამერიკაში, მეტი ტრენინგებითა და გამოცდილების გაზიარებით. ძალიან სასარგებლოა, როდესაც მოსამართლეები ასე ხვდებიან ერთმანეთს და უზიარებენ მოსაზრებებს, თუ როგორ უმკლავდებიან სხვადასხვა გამოწვევას. ასე რომ, ჩემი ინფორმაციით, ეს ტრენინგები და ვიზიტები ძალიან კარგად იქნა მიღებული მოსამართლეების მიერ და დიდი სარგებელი მოუტანა მათ. 

ასე პასუხობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ლევან მურუსიძეს, რომელმაც თქვა, რომ მოსამართლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში არა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არამედ "ექსკურსიებზე დაჰყავთ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
  4. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ

სელენა გომესის მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპის, Wondermind-ის, რამდენიმე ინვესტორმა პოპვარსკვლავს უჩივლა და განაცხადა,…