ირაკლი კობახიძე

19 Oct. 2022, 13:33

ზოგადად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სურათი. ამ 5 წლის განმავლობაში, კახი კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში ათასობით პროექტი განხორციელდა და ეს პროექტები იყო გამორჩეული სწორედ მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად პროექტები ხორციელება წარმატებით.

ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი. რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ასეთი პრობლემა არ ვლინდება. ასეთ პირობებში საუბარი მერის, კახი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა დადგეს თუ არა თბილისის მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…