ირაკლი კობახიძე

15 Sep. 2022, 13:54

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება?! აი, არ ვიცი ხომ. აბსურდულია რაღაც განცხადებები და ჩვენ გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ და ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ და ბევრ ადამიანთანაც მაქვს კომუნიკაცია. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო რაღაც სისტემური პრობლემა, სერიოზული სისტემური პრობლემა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს. მე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე, როდესაც იყო ეს სისტემური პრაქტიკა უმძიმესი დანერგილი, მაშინ ერთი რომ უსმენდნენ და მერე ამას პრაქტიკაშიც იყენებდნენ, ადამიანების წინააღმდეგ — სწორედ ასეთი ფორმით მოქმედებდა მაშინ რეპრესიული რეჟიმი. სწორედ ეს რეპრესიული რეჟიმი დამთავრდა და ჩვენ ეს სისტემური მოსმენა არაფერში არ გვჭირდება, იმიტომ, რომ რეპრესიული რეჟიმი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვიღაცები როცა ავლებენ პარალელებს, ეს არის ცარიელი სპეკულაცია. როცა ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია გასაგებია. პრეზიდენტი ამას რომ უერთდება გასაგებია, რომ მას ამოძრავებს ზუსტად იგივე დღის წესრიგი, რაც რადიკალურ ოპოზიციას. [...]

თქვენ გაინტერესებთ, მე უკანონო მოსმენას ვემხრობი თუ არა? რა თქმა უნდა, არ ვემხრობი. უკანონო მოსმენა, რა თქმა უნდა, არ მომწონს. დამთავრდა, წერტილი, მორჩა... მე არ ვემხრობი უკანონო მოსმენებს, ეს დავადასტურე კიდევაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო

სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ასაჯაროებს მსჯავრდებულ გიორგი…