ირაკლი კობახიძე

9 Sep. 2022, 18:21

მე შეგახსენებთ, რა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა და თქვენ იმსჯელეთ მერე. ვიოლა ფონ კრამონმა თქვა ასეთი რაღაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაც თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება შეფასდეს ადამიანი, თავად განსაჯეთ. როდესაც ასეთ ბრალს უყენებ და უკადრებელს აბრალებ ამერიკელ პარტნიორებს, რა შეფასებას იმსახურებს ეს ქალბატონი, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ.

კუბილიუსი არის ჩართული პირდაპირ იმ კამპანიაში, მე არ ვიცი მას რა ამოძრავებს, შეიძლება, ეჭვები გვქონდეს, მაგრამ, არ ვიცი. ის არის პირდაპირ ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა, პირადად კუბილიუსი არის ჩართული ამაში. რა ამოძრავებს, არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია, არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ვიოლა ფონ კრამონი "არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან". ანდრიუს კუბილიუსმა კი განაცხადა, რომ კობახიძემ კრამონს ბოდიში უნდა მოუხადოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 99-ე სეზონს იწყებს. თითქმის ასწლოვანი…