ირაკლი კობახიძე

8 Sep. 2022, 15:14

მე არ ვიცი, ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, ეს არის შესაბამისი უწყების პრეროგატივა. ალბათ, ჰქონდა საკუთარი არგუმენტები ამასთან დაკავშირებით. ნუ, ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია არის ცნობილი და მისი განცხადებებით, რომლებიც აკეთა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ.

მათ შორის, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით — მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, ის მგონი არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან ვინმე სხვასთან.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ ციხეში მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა მელიას სანახავად შესვლა სცადა, მაგრამ უარი უთხრეს. სწორედ ამას ეხმაურება კობახიძე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ