რომან გოცირიძე

27 Jul. 2022, 11:22

როგორც ვვარაუდობდით, "ის ბრძენი კაციც" გამოჩნდა. რა იყო ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი? ის, რომ ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა. თურმე ომის საფრთხე რუსეთიდან კი მოდის , არამედ სხვებისგან, რომლებიც იმდენს უჩხიკინებენ პუტინს, რომ იმ წესიერ კაცს შემოეპყობა კიდევაც ქვეყანა. ასე ამბობდა 2008 წლის აგვისტოს ომზეც, ასე ამბობენ მისი ენით მოლაპარაკეები "ოცნებიდან" რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შესახებ-თურმე უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან ომი (როგორც მაშინ საქართველომ), ანუ უკრაინაა დამნაშავე.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას, დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თანაც სრულადაც რომ სამი საათიო. დროის ამ ხანგრძლივობით ირიბად მიანიშნებს საუბრის თემის სირთულეზე და შესაძლო ზეწოლაზე. ისე, იმ სამი საათიდან ორი საათი სადილს თუ ვახშამს არ მოხმარდებოდა? დაუპურებელს ხომ არ დატოვებდა სტუმარს? "სადილით თუ სადილის გარეშე სამი საათი" — უკვე ახალი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას.

რა საკითხზე უნდა ყოფილიყო ელჩის მიერ ზემოქმედების მცდელობა? რადგან საიდუმლოდ ინახავს, გვაფიქრებინებს, რომ ომი უნდოდა რომ დაეწყო, ანუ უნდოდა რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრილიყო, ბიძინა პრემიერ-მინისტრად დაესვათ რუსებს და ამერიკა ამით გახარებული 500 მილიონს დაუბრუნებდა შვეიცარული ბანკიდან. წერილში ამას ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ ამაზე ტროიკები და სხვები ხომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ?

ეს რა თქმა უნდა არის აბსურდი, მაგრამ საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება, დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით-არ მოიხსენიონ ოლიგარქად, არ შეეხონ მის არაფორმალურ ძალაუფლებას და კვლავ ძველებურად მართოს კულისებიდან ქვეყანა, როცა პარლამენტიც თვითონაა, მთავრობაც და მოსამართლეც.

ასე ეხმაურება ექსპრემიერის განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრი. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა ელჩის ინიციატივით 21 მარტს შედგა და 3 საათი გაგრძელდა. კელი დეგნანთან შესაძლო შეხვედრაზე კითხვა პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა დასვეს და პასუხს ითხოვდნენ — ყაველაშვილი სვამდა კითხვას, "ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მართვის მოწმობის აღება მარტივდება
  2. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  3. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის საფასური, სავარაუდოდ, 127.9 ლარი იქნება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ელენე ხოშტარია: მიუხედავად იმისა, რომ წელს ფიზიკურად 26 მაისის აქციაზე ვერ ვიდგები, ზუსტად ვიცი, რომ ჩემს მაგივრად ბევრი ადამიანი მივა

1938 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, დახვრიტეს ჩემი ბაბუა — 27…