"საქართველოსთვის გამოწვევაა სურსათის გზით ანტიბიოტიკების მიღება" — რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკების გამოყენებაზე
მას შემდეგ რაც თიკო მჭედლიძის გაციებას ექიმმა ანტიბიოტიკებით უმკურნალა, თიკოს ძლიერი თავის ტკივილი, თმის ცვენა და კანის სიმშრალე დაეწყო. განმეორებით ვიზიტზე, პაციენტის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, დამატებითი კვლევებით დადგინდა რომ მისი გართულება ანტიბიოტიკების მოხმარებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციის შედეგი იყო.
"მეორე ვიზიტზე ჩამიტარდა დამატებითი კვლევები და აღმოჩნდა, რომ მაქვს სოკოვანი ინფექცია, რომელიც ანტიბიოტიკების მოხმარებით იყო გამოწვეული. სწორედ ამის მერე გამიკეთეს ტესტი ანტიბიოტიკების რეზისტენტულობაზე, რის შემდეგაც, აღმოჩნდა, რომ ანტიბიოტიკების ძალიან დიდ სპექტრზე რეზისტენტული ვიყავი. შესაბამისად, დამჭირდა ძალიან ხანგრძლივი პროცესი ჩემი სოკოვანი დაავადების სამკურნალოდ", — ამბობს მჭედლიძე და განმარტავს, ამ გართულების შემდეგ ყოველწლიურად იტარებს გეგმურ შემოწმებას და, მათ შორის, ანტიბიოტიკებზეც.
თიკოს მსგავსად ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობა მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის გამო, ყოველწლიურად 700 ათასი ადამიანი იღუპება. ამავე ორგანიზაციის გათვლით 2050 წლისთვის ეს რიცხვი 10 მილიონამდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა მსოფლიოსთვის და, მათ შორის, საქართველოსთვისაც.
ანტიბიოტიკების რეზისტენტულობა არის მდგომარეობა, როდესაც დაავადების გამომწვევი ბაქტერიები აღარ რეაგირებენ მედიკამენტზე, რომელმაც ისინი უნდა გაანადგუროს და, შესაბამისად, დაავადების პროგრესირება შეწყვიტოს. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა დრამატულად იზრდება და ამას ხელს უწყობს ანტიბიოტიკების უკონტროლოდ გამოყენება ადამიანებსა და ცხოველებში.
გერმანიაში მოღვაწე ექიმი, ზოგადი მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, ქეთი კიკოშვილის განმარტებით, ანტიბიოტიკო რეზისტენტულობის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ანტიბიოტიკების არაკონტროლირებადი და არასწორი მოხმარება. მისი აზრით, საქართველოში ანტიბიოტიკების ურეცეპტოდ ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა.
ანტიბიოტიკი არის დღესდღეობით უნივერსალური და შეუცვლელი მედიკამენტი ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას და იგი აუცილებლად უნდა ინიშნებოდეს ექიმის მიერ.
"ანტიბიოტიკო რეზისტენტულობა შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკების ზედმეტად ხშირად, ან, პირიქით, არასაკმარისად ხანგრძლივად და ზედმეტად დაბალი დოზით მოხმარებამ. ინფექციური დაავადებების მკურნალობა, რომელიც რეზისტენტული შტამით არის გამოწვეული, რთული და ხანგრძლივია. ჩვეულებრივ პირობებში ადვილად განკურნებადი ინფექცია შეიძლება ამ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს. საჭირო ხდება ისეთი ანტიბიოტიკების ჩარევა, რომლებსაც გაცილებით მეტი გვერდითი ეფექტები აქვს", — განმარტავს ექიმი.
ქეთი კიკოშვილის თქმით, ანტიბიოტიკო რეზისტენტულობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ანტიბიოტიკების ფართო მოხმარება ცხოველების მეურნეობაში, კერძოდ მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში. Რის შედეგადაც, ანტიბიოტიკები, სასურსათო გზით ხვდება ადამიანის ორგანიზმში.
ფერმის დონეზე ანტიბიოტიკების გამოყენება რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა ადასტურებს ვეტერინარი და პროექტის "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" (SQIL) მენეჯერი ლაშა ავალიანი. ის განმარტავს, რომ საქართველოსა და მსოფლიოში ინტენსიურ ფერმებში ანტიბიოტიკების გამოყენება არაერთი მიზნით ხდება, მათ შორის, ცხოველის ჯანმრთელობის პრევენციისთვის, პროდუქტიულობის მომატებისთვის და სხვა.
"ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფერმაზე ანტიბიოტიკების გამოყენება ხდება საჭირო, ეს არის ცუდი ჰიგიენის შედეგად წამოსული დაავადებების მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ კი, სამწუხაროდ, ფერმერები ხშირად არ იცავენ მოცდის პერიოდს, რის გამოც, ანტიბიოტიკი ხვდება რძეში და, შესაბამისად, მისგან წარმოებულ ყველა პროდუქტში. საყურადღებოა ისიც, რომ ანტიბიოტიკები არ ნადგურდება პასტერიზაციის პროცესითაც", — ამბობს ავალიანი.
ფოტო: გეოგაპი
ჰიგიენაზე, ანტიბიოტიკებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის მართვაზე ამახვილებს ყურადღებას სურსათის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის ვეტერინარული კონტროლის გეგმაც, რომელიც პირველადი წარმოებების კონტროლს გულისხმობს. კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც 2022 წლის აპრილში ამოქმედდა, სახელმწიფო ინსპექტირებას ექვემდებარება ყველა პირველადი წარმოება, მათ შორის, არიან ფერმები და რძის გადამამუშავებლებიც. სახელმწიფო კონტროლთან ერთად, პირველადი წარმოების გასაუმჯობესებლად ფერმერთა ასოციაცია და პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" უკვე ნერგავენ პირველადი წარმოების ხარისხის ნიშანს - გეოგაპს. გეოგაპი არის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემდგომ ფერმა იღებს გეოგაპ სტანდარტის სერტიფიკატს.
გეოგაპის ფარგლებში ფერმერებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნებია: ცხოველთა ჰიგიენისა და ჯანმრთელობის მონიტორინგი, ანტიბიოტიკების მოხმარების კონტროლი ფერმაზე. ამ მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც ცხოველთა ჯანმრთელობას, ასევე ცხოველისგან მიღებული პროდუქტების ხარისხსა და უვნებლობას.
"გეოგაპის ამოცანაა, გაატაროს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ ფერმაში ანტიბიოტიკების გამოყენება აღარ იქნეს საჭირო. სწორედ ამიტომ, გეოგაპი აწესებს ჰიგიენის მოთხოვნებს, პროფილაქტიკურ მექანიზმებს, ანტიბიოტიკების გამოყენების დროს კონტროლის მექანიზმებს და შესაბამისად აუმჯობესებს როგორც ცხოველის ჯანმრთელობას, ისე მისგან წარმოებული ნედლეულის უვნებლობას", — დასძენს ავალიანი.
გაიგეთ დეტალურად, ცხოველებში ანტიბიოტიკებით გამოწვეული რისკების და სურსათის უვნებლობის შესახებ: პლატფორმა აგრონავტი, პლატფორმა გეოგაპი.
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები