გაეროს მოსახლეობის ფონდსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი
ფოტო: თეგეტა მოტორსი
13 ივლისს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ და თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ სამუშაო ადგილზე ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც ემსახურება ქალების ეკონომიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, შრომით ბაზარზე მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას და ზოგადად, პასუხისმგებლობიანი მშობლობის ინსტიტუტის ხელშეწყობას. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, თეგეტა მხარს დაუჭერს კამპანიას კაცები ზრუნავენ, რომელიც, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, 2016 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს კაცების, როგორც მზრუნველი და თანასწორი პარტნიორებისა და მამების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში. პრიორიტეტია ასევე მოზარდი გოგოების გაძლიერება ინფორმირებულობის გაზრდისა და ახალი შესაძლებლობების გაჩენის გზით.
"მიგვაჩნია, რომ ყველა იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი თავისი საქმიანობით ემსახურება, უაღრესად მნიშვნელოვანია თანამოაზრეების წრის გაფართოება და ერთობლივი ძალებით მუშაობა იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელთა წინაშეც ჩვენი საზოგადოება დგას. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მოხარული ვართ, რომ „თეგეტასთან“ პარტნიორობით უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები და დღეიდან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება", — განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.
"გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა ჩვენთვის პრიორიტეტულია, რადგან თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნაა. წლებია, რაც ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ — განსაკუთრებით გვეამაყება, რომ გასული წლიდან ჩვენს სერვისცენტრებში პირველი მექანიკოსი ქალები მუშაობენ და ამაში, პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ. გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, გენდერულ თანასწორობაზე ზრუნვას კიდევ უფრო მასშტაბური სახე მივცეთ", — აღნიშნა ვახტანგ კაჭარავამ, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 2022 წლის ივლისიდან განხორციელდება.
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები