MAN-ის ახალი სტრატეგია — ელექტროტრანსპორტის მომავალი
ფოტო: თეგეტა
- MAN-ის ფართო პორტფელი ყველა დანიშნულების საქალაქო, საქალაქთაშორისო, საექსკურსიო-ტურისტულ ავტობუსებსა და მიკროავტობუსების ახალ მოდელებს აერთიანებს;
- გერმანული ბრენდი ყურადღებას ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე, ელექტრომობილობასა და ციფრულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილებს;
- სრულად ელექტრიფიცირებული MAN Lion's City E-ს წარმატება ევროპაში.
MAN Truck & Bus-მა NewMAN სტრატეგიის მიხედვით მომავლის მიმართულება განსაზღვრა. ახალი დევიზით — "ბიზნესის გამარტივებისთვის". მათი მთავარი მიზანია, გადამწყვეტი როლი შეასრულონ მობილობის გამარტივებაში.
კომპანია ორი ბრენდის — MAN-ისა და NEOPLAN-ის მომხმარებლებს საქალაქო, საქალაქთაშორისო, საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების უახლეს მოდელებს სთავაზობს.
"Covid-19-მა ადამიანებსა და ბაზრებზე საგრძნობი ზემოქმედება მოახდინა. პანდემია განსაკუთრებით რთული გამოდგა საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსების წარმოების სექტორისთვის. მიუხედავად ამ რთული გარემოებებისა, MAN-ისა და NEOPLAN-ის ბრენდების ბაზრის წილი სტაბილურად გაიზარდა. თუმცა ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ მომავლის ტექნოლოგიებზე, რათა შევინარჩუნოთ ინტერესი. ნულოვანი ემისიის მობილობის, დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის ტენდენციები სწრაფი ტემპით ცვლის მსოფლიოს. ახალი NewMAN სტრატეგია საფუძველს იძლევა MAN-ის ბრენდის რეორგანიზაციისთვის და ჩვენ, ჩვენი ძლიერი გუნდით, ამ ძირეული ცვლილებებისთვის მზად ვართ", — ამბობს ანდრეას ტოსტმანი, MAN Truck & Bus-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ახალი სტრატეგიის მიხედვით, MAN Truck & Bus მაქსიმალურად მოქნილი უნდა გახდეს. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე და მათ, როგორც "ჭკვიანი ინოვატორის", როლზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ელექტრომობილურობაზე და წყალბადზე, როგორც ალტერნატიულ საწვავზე.
MAN Lion's City E: სრულად ელექტრიფიცირებული საქალაქო ავტობუსი
MAN-ის ახალი სტრატეგია და ინოვაციური ავტობუსები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კომპანია განვითარების ახალ ეტაპზეა. ბრენდის მთავარი მიზანია, დაიხვეწოს სრულად ელექტრიფიცირებული Lion's City E, ასევე, MAN Truck & Bus-ის მდგრადი სერიის მოდელები და გამოიყენოს ისინი ურბანული მობილობისთვის.
MAN Lion's City E თვეებია, ევროპის ქალაქებში წარმატებით გამოიყენება და მის პროცესებში ინტეგრირებაზე კომპანია უკვე მუშაობს.
"ავტობუსები უკვე მიიჩნევა ყველაზე ეკოლოგიურ და ეკონომიურ სატრანსპორტო საშუალებად. CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებაზე მთელს მსოფლიოში მუშაობენ. დღესდღეისობით უფრო და უფრო მეტი საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანია ითვალისწინებს ამას და ახალი ავტობუსების შეძენისას მხოლოდ ბატარეებზე მომუშავე საქალაქო ავტობუსებს ირჩევს", — ამბობს რუდი კუხტა, MAN Truck & Bus-ის ავტობუსების ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი.
ახალი MAN Lion's Intercity LE მსოფლიო ბაზარზე პირველად წარდგება
MAN-ი Lion's Intercity LE-ს პირველად წარადგინეს და კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ავტობუსი ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. MAN-ის ავტობუსების ოჯახის უახლესი წევრი ინოვაციურობით გამოირჩევა. ავტობუსის დიზაინი მისი მრავალმხრივ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, როგორც საქალაქო, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებით.
ახალი მოდელების სერია ავტობუსის სამ მოდელს ჩაანაცვლებს. გეგმის მიხედვით, 2023 წლიდან ახალი Lion's City "MAN EfficientHybrid" ჰიბრიდული ძრავით აღიჭურვება. მომხმარებლები პირველ ეტაპზე ორ საქალაქთაშორისო ვერსიას — Lion's Intercity LE 12-სა და Lion's Intercity LE 13-ს იხილავენ. მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყება.
MAN უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ახალი სისტემების ფართო სპექტრს ქმნის
უსაფრთხოება ის მიმართულებაა, რაზეც კომპანიაში აქტიურად მუშაობენ. ახალი სისტემების დახმარებით მძღოლებს საგრძნობლად უმარტივდებათ სხვადასხვა საჭიროებისთვის შექმნილი ავტობუსების მართვა.
მაგალითად, მიმდინარე წლიდან MAN ComfortSteering — საჭის ელექტრონული დამხმარე სისტემა MAN-ისა და NEOPLAN-ის ავტობუსებში დამონტაჟდება. ეს საჭის მართვის მთელ პროცესს ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.
ახალ ავტობუსებში დამონტაჟდება ზოლში დაბრუნების დამხმარე სისტემა (LRA). ასევე, ქალაქში მოძრაობისას იმოქმედებს მობრუნების ასისტენტი და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის სისტემა.
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს. "თეგეტა თრაქ ენდ ბასის" სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა



კომენტარები