სტატუსის მიღების შემდეგ, არჩევნები პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით — "ოცნების" მორიგი დაპირება
ფოტო: On.ge / თამთა კახაბერიძ
ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას კანდიდატის სტატუსიდან ერთ თვეში მიიღებს. მისი თქმით, 2024 წლის და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მოქმედი კანონმდებლობით საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი 5%-ია.
- ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება რამდენიმე წელია ითხოვს საარჩევნო ბარიერის დაწევას.
- ISFED-ის განცხადებით, 5%-იანი ბარიერის გამოყენება დაკავშირებულია არაერთ რისკთან, რაც უარყოფითად აისახება პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე.
დეტალები: კობახიძე ამბობს, რომ ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე საპარლამენტო უმრავ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, იღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას.
- "ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის".
- "დარწმუნებული ვართ, ნაციონალურ მოძრაობას თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა".
კონტექსტი: საარჩევნო სისტემის ცვლაზე დაპირება აქამდეც მოგვისმენია — ჯერ კიდევ 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი ირწმუნებოდა, რომ 2020 წელს არჩევნებს პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩაატარებდნენ.
- შესაბამისად, "ოცნებამ" მოამზადა კანონპროექტი, რომელიც არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობდა, თუმცა, თავადვე ჩააგდეს.
- მაშინ პროექტის ინიციატორი 93 დეპუტატიდან, 35-მა "ამბოხებულმა" პოზიცია შეიცვალა.
- რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც, საბოლოოდ, 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა.
- ამ შეთანხმების მიხედვით, იმავე წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდა.
შარლ მიშელის შეთანხმება: 2021 წელს ახალ პოლიტიკურ კრიზისში აღმოვჩნდით, რომლის მოგვარების მცდელობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ჰქონდა.
- არაერთი მრავალსაათიანი შეხვედრის, კრიტიკის და დოკუმენტის სხვადასხვა ვერსიის დაწუნების შემდეგ, 19 აპრილს მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს შვიდმა პოლიტიკურმა პარტიამ და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.
- შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტის მიხევდით, მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ბუნებრივსა და 2%-ს შორის უნდა ყოფილიყო.
- თუმცა, ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
- მოგვიანებით კობახიძემ თქვა, რომ 2%-იანი საარჩევნო ბარიერი მათ "კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული".
- "რაც შეეხება 2%-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5%-იანზე ამაზეც არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის", — ამბობდა კობახიძე 2021 წლის ნოემბერში.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები