წინ, ნულოვანი ემისიისკენ — კომპანია MAN ელექტრო და წყალბადისძრავიან სატვირთოებზე მუშაობს
ფოტო: თეგეტა
MAN Truck & Bus მომავლის მწვანე და ეფექტიანი ძრავის სისტემებს სატვირთო ავტომობილებში ნერგავს.
Man Truck & Bus ელექტროძრავის მქონე სატვირთო მანქანების წარმოებას მიუნხენში 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს. შედეგად, კომპანია ნულოვანი ემისიის მქონე კომერციულ მანქანებზე გადასვლის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.
"მომავალი სწორედ ახლა იწყება — ჩვენ გზას ვუხსნით ნულოვან ემისიას", — სწორედ ამ სიტყვებით წარადგინა კომერციული მანქანების მწარმოებელმა სერიული წარმოების სატვირთო ელექტრომობილები. უახლოესი წლების გეგმაშია წყალბადის პროექტის განხორციელებაც.
MAN-ის პირველი სატვირთო ელექტრომობილები
გერმანული ავტოგიგანტი განაგრძობს აკუმულატორებზე მომუშავე ელექტროამძრავების კვლევასა და განვითარებას. სწორედ ამ სისტემით იმუშავებენ მსოფლიო ბრენდის სატვირთო მანქანები, რომლებსაც MAN ბაზარზე 2024 წელს, დაგეგმილზე თითქმის ერთი წლით ადრე წარადგენს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ იმ დროისათვის სატვირთო ელექტრომანქანებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ამ მოლოდინების გათვალისწინებით, ორ წელიწადში მიუნხენში მდებარე MAN-ის მთავარი ქარხანა პირველ ეტაპზე 200 ელექტროსატვირთოს გამოუშვებს. ამასთან ერთად, კომპანია აკუმულატორების საკუთარი ქარხნის შექმნასაც აპირებს.
"2025-მდე ელექტრო და დიზელის ძრავაზე მომუშავე სატვირთო მანქანების ღირებულება გათანაბრდება. რაც შეეხება აკუმულატორების ტექნოლოგიის სფეროს, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდ ცვლილებებს ველით. უპირველესად, ესენია 1000 კმ-მდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა და უფრო მცირე დრო დასამუხტად, რაც, ვფიქრობთ, საათზე ნაკლები იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სატვირთოებით სატრანსპორტო გადაზიდვების განხორციელება დიდ მანძილზე იქნება შესაძლებელი", — განაცხადა MAN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე ვლასკამპმა.
ახალი ტექნოლოგიური განვითარების პროცესში ავტომობილის აკუმულატორები მთავარი კომპონენტია. აქედან გამომდინარე, MAN-მა აკუმულატორების აწყობის საკუთარ სქემაზე მუშაობა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტექნიკური ცენტრის, eMobility-ს შექმნა, სადაც პირველი აკუმულატორების პაკეტები ელექტრომანქანების ტესტირებისა და შიდა ტესტებისთვის ინდივიდუალურად იწარმოება.
ფოტო: თეგეტა
ტრანსპორტის ინდუსტრიის ტრანსფორმაციისთვის გადამწყვეტია დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება. ამისათვის TRATON Group, MAN Truck & Bus-ის მშობელი კომპანია, ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, ევროპაში მაღალი ხარისხის დამტენი ქსელის მოწყობაში აქტიურადაა ჩართული.
MAN წყალბადზე მომუშავე სატვირთოებს 2024 წელს წარადგენს
MAN-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი წყალბადზე მომუშავე სატვირთოებია, რომლებიც შორ მანძილზე გადაზიდვებს მოემსახურება. ამ ეტაპზე კომპანია წყალბადის ტექნოლოგიების დარგში არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას ამუშავებს. პროექტს ბავარიის მთავრობა 8.5 მილიონი ევროთი აფინანსებს.
პროგრამის ფარგლებში, MAN წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანას, სატრანსპორტო დარგის პარტნიორებთან — Bosch-თან, Faurecia-სთან და ZF-სთან ერთად ქმნის. პირველი სატვირთო მანქანები 2024 წელს ხუთ მომხმარებელს, BayWa-ს, DB Schenker-ს, GRESS Spedition-ს, Rhenus Logistics-სა და Spedition Dettendorfer-ს გადაეცემა, რა დროსაც ტექნიკას რეალურ პირობებში ერთი წლის განმავლობაში გამოცდიან.
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა თრაქ ენდ ბასი წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს. თეგეტა თრაქ ენდ ბასის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები