"ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ოხანაშვილმა გააკეთა" — მდინარაძეც პროვოკაციაზე საუბრობს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ქართული ოცნების დეპუტატი ამტკიცებს, თითქოს ანრი ოხანაშვილი კანონის ფარგლებს არ გაცდენია, მიუხედავად იმისა, რომ TV პირველის დამფუძნებელს ხელი დაარტყა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა და ასეულობით ადამიანის გარემოცვაში კრიტიკული მედიის, TV პირველის მფლობელს თავს დაესხა.
- შემთხვევა აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა, სადაც, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი.
მდინარაძე ცდილობს, ოხანაშვილის საქციელი კვლავ პროვოკაციით გაამართლოს. ამბობს, რომ ვერავნ მოითმენდა ამაზრზენ სიტყვებსა და მუქარას.
- "მეც ჩემს კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში, ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა".
- "რთული იქნებოდა ესეც კი, იქიდან გამომდინარე, რაც პროვოკატორმა იკადრა, რა სიტყვებიც, ხელ გადახვევით... ერთი წუთით... თუ შეიძლება ბატონო ანრი... რაღაც უნდა გითხრათ... და შემდეგ ჩაჩურჩულება მინიშნებითაც რომ ვერ გავიმეორებ, ისეთი ერთი-ორი წინადადების".
- "ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა, ამ სამყაროში გაუჭირდება, უკიდურესად გაუჭირდებოდა, თუმცა ანრიმ ამავე დროს მოახერხა, კანონის ჩარჩოებიდან არ გასულიყო".
ოხანაშვილი საკუთარი ქმედებების გამართლებას, ისეთ საკითხებზე აპელირებით ცდილობს, როგორიცაა "ქართველობა" და "კაცობა". ამბობს, რომ მისი ქმედება "პროპორციული" იყო, "ზღვარგადასული არაფერი გაუკეთებია" და წერეთელმა "მიიღო პასუხი, რომელსაც იმსახურებდა".
- კანონმდებელი ამტკიცებს, რომ ეს იყო თავდასხმა მასზე და "პროვოკაციაზე" უმკაცრეს რეაგირებას ითხოვს.
- აქვე ის მოითხოვს, წერეთელი ნარკოტიკულ ან ალკოჰოლურ თრობაზე შეამოწმონ.
განმეორებადი მესიჯბოქსი: ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა, როგორც სჩვევიათ, თანაგუნდელის დაცვა დაიწყეს.
- ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ძალადობის გამართლებას "ადამიანური ფაქტორით" ცდილობს და ამბობს, რომ თუ პროვოკაციაა, ბუნებრივია, "შეიძლება ცუდი რეაქცია მოჰყვეს".
- ელისო ბოლქვაძემ ოხანაშვილს "უპირობო მხარდაჭერა" გამოუთქვა და რატომღაც დარწმუნებულია, რომ "ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა, მხოლოდ უბინძურესი პროვოკაციითაა შესაძლებელი".
- ახალი არგუმენტი შემოიტანა გია ვოლსკიმ და სხვა ზემოთჩამოთვლილ ფრაზებს ოხანაშვილის "მეოჯახეობაც" დაამატა: "რას შეეძლო გაწონასწორებული, მეოჯახე, კანონმორჩილი ადამიანი გამოეყვანა წყობიდან, გასაგებია".
- ოხანაშვილის მსგავსად მოიქცეოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. ამბობს, რომ იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამ პროვოკაციას ეთიკისა და კანონის ფარგლებში გაეცა სათანადო პასუხი.
ძალადობა დაგმო ქარტიამ და ქართული ოცნების დეპუტატებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.
- "ყველა დავმუნჯდით", — ასე გამოეხმაურა მომხდარს ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.
- ლელოს წევრის, დავით უსუფაშვილის გაცხადებით, როგორც კი ხელისუფალი კუნთებზე ყურებას იწყებს, იქ იწყება მისი დასასრულიც.
- ამავე პარტიის კიდევ ერთ წევრი, სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ "ოცნების" პრემიერმა ის დაადანაშაულა ღალატში და ამაზე უარესი ვერაფერი იქნება. იქვე დეპუტატი კითხულობს: "მე უნდა მივსულიყავი და მეთხლიშა პრემიერმინისტრისთვის?"
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები