გალტ & თაგარტის ხელშეწყობით კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაზე 21 კომპანია დარეგისტრირდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
გალტ & თაგარტი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის ჩართულობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა" გრძელდება. პროექტის მთავარ მიზანს კი საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
გალტ ენდ თაგარტისა და BDO Georgia-ს ხელმძღვანელობით, პროგრამის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის და იმ ბარიერების კვლევას დაეთმო, რომლებიც კომპანიებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს. პროგრამის მომდევნო ეტაპზე კი, თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მისაღებად 12 სხვადასხვა სექტორიდან 21 მოწინავე კომპანია დარეგისტრირდა. მათგან 10-მდე გამარჯვებული კანდიდატი შეირჩევა.
პროგრამაზე დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ჯამურად დაგეგმილი ემისიის მოცულობა 800-900 მილიონი ლარია. რამაც შესაძლოა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე არსებული ფასიანი ქაღალდების მოცულობა ₾520 მილიონიდან ₾1.3-1.4 მილიარდამდე გაზარდოს.
პროექტის მომდევნო ეტაპი კაპიტალის ბაზრის წახალისების მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს. კონკრეტულად, პროგრამა შერჩეულ კომპანიებს სავალო ან/და წილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით, კაპიტალის ბაზრის ათვისებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპანიები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებით ისარგებლებენ.
"მოხარული ვართ, რომ EBRD-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გვეძლევა შესაძლებლობა BDO Georgia-სთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივის განხორციელებაში. პროექტით დაინტერესებულთა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა. სასიხარულოა, რომ მონაწილეობის სურვილი 12 სხვადასხვა სექტორის 21-მა მოწინავე კომპანიამ გამოხატა. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის მხარდაჭერით, წარმატებული ემისიის შემთხვევაში, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე შესაძლოა 15 ახალი ემიტენტი გამოჩნდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის მდგომარეობით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ჯამში 12 კორპორატიული ემიტენტი იყო. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე პირველი მწვანე და სოციალური პასუხისმგებლობის მიზნობრიობის ობლიგაციების გამოშვებას. გვჯერა, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად წაახალისებს საქართველოში როგორც კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ასევე ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და ემისიების გამოჩენას", — განაცხადა გალტ ენდ თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები