ირაკლი ღარიბაშვილი

27 May. 2022, 16:22

მე მინდა გკითხოთ ზოგადად, თქვენ რომ გვიკიჟინებთ და მოგვიწოდებთ, დაუწესეთ ეკონომიკური-ფინანსური სანქციები რუსეთს, მინდა გკითხოთ, თქვენ თუ გაქვთ წარმოდგენა საერთოდ — ერთი მილიონი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში. გვაქვს სავაჭრო-ეკონიმიკური უერთერთობები, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული და რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიებზე — აი, ამ ფონზე, მითუმეტეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სანქციების დაწესება ეროვნულ დონეზე, ეროვნული, ეკონომიკური სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე, რა თქმა უნდა, ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს დავუწესებდით სანქციებს და ჩვენს ქვეყანას დავუწესებდით სანქციებს. [...]

თქვენ, ალბათ, არ იცით, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოში არის ურთულესი ვითარება, მსოფლიო ეკონომიკის რეცესია არის მოსალონედლი, ინფლაცია ზოგიერთ ქვეყანაში 20%-ს გადასცდა, მაგალითად, მოლდოვაში 27%-იანი ინფლაციაა. აღარ მაქვს საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და ამ პირობებში ჩვენ ვინარჩუნებთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. პირველ კვარტალში გვქონდა 14,4 ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას, იზრდება ტურიზმი, ექსპორტი, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი.

მე გეკითხებით, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, 2 თვის წინ ჩვენ ეს სისულელე რომ გაგვეკეთებინა და თქვენთვის დაგვეჯერებინა და დაგვეწესებინა ეროვნული დონის ეკონომიკური სანქციები რუსეთზე, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ჩვენ დღეს, თქვენ თუ გაქვთ ამაზე წარმოგენა და თუ გაქვთ პასუხი?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული

2027 წელს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფისთვის ბიუჯეტიდან 15,5 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული.…