ირაკლი ღარიბაშვილი

27 May. 2022, 16:03

მე ვფიქრობ, რომ ამ მოხსენების შემდეგ, თუ ადამიანი არ არის განწყობილი თავიდანვე კონფლიქტისთვის და რაღაც, ასევ ვთქვათ, საფუძველს გარეშე ბრალდებების წამოყენება და ცილისწამების გაგრელება არ სურს, მე, უბრალოდ, მრჩება კითხვა ერთადერთი: კიდევ დამატებით რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას, აი, ამ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ?

ჩვენ გვსაყვედურობენ იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება, თურმე არ ეხმარება უკრაინას. ამ დროს მე შეგახსენებთ ყველას მეგობრებო, რომ საქართველო არის 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა უკრაინაში ჩვენი უკრაინელი მეგობრების, ხალხის დასახმარებლად. ჩამოვთვალე, რომ 243 რეზოლუციასა და ტექსტზე, განცხადებაზე ვართ მიერთებული. [...]

მე გამოსვლაში ვთქვი, რომ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, ყველგან მხარი დავუჭირეთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას და აქვე განვმარტე და მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ საქართველომ არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს. ერთადერთი ძალიან სწორი მიზეზით, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან ნაკარნახევი. 

ღარიბაშვილმა ინტერპელაციის პროცედური ფარგლებში ჩამოთვალა, რა გაუკეთეს უკრაინას და მაგალითად მოიყვანა რეზოლუციები, განცხადებები, ჰუმანიტარული ტვირთი, სკოლებში ბავშვების მიღება და შეღავათები ლტოლვილებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ აპირებს, მაგრამ არ დაუშვებს სანქციების გვერდით ავლას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ

სამეცნიერო ფოტოგრაფიის ავტორიტეტული კონკურსის ორგანიზატორები წლევანდელი გამარჯვებული ნამუშევრის ხელახლა შეფასებას…