არასდროს ვაღიარებთ საზღვრებს, რომლის შეცვლაც რუსეთმა სამხედრო აგრესიით სცადა — G7
ფოტო: ენტონი ბლინკენი/Twitter
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატეს და რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს.
მათი თქმით, არასდროს აღიარებენ საზღვრებს, რომლის შეცვლაც რუსეთმა სამხედრო აგრესიით სცადა. დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს კვლავ მოუწოდებენ, რომ ცეცხლი შეწყვიტონ და საკუთარი ჯარები ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გაიყვანონ.
"მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო სამართლის 2022 წლის 16 მარტის სავალდებულო ბრძანება, დაემორჩილო გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამის რეზოლუციებსა და შეაჩეროს სამხედრო აგრესია. შეწყვიტოს ცეცხლი და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის იმ ტერიტორიიდან, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვებშია.
[...] ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საზღვებს, რომლის შეცვლაც რუსეთმა სამხედრო აგრესიით სცადა. განვაგრძობთ ჩართულობას უკრაინის, მათ შორის, ყირიმისა და ყველა სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ვგმობთ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების უპასუხისმგებლო მუქარას", — აცხადებენ G7-ის ქვეყნები.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ბოლო უნდა მოეღოს ტრაგიკულ ტანჯვასა და სიცოცხლის დაკარგვას, რასაც რუსეთი ისევ აგრძელებს. აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაარღვია გაეროს წესდება და შეარყია მისი ფუნდამენტური პრინციპები, ასევე, ევროპული უსაფრთხოების არქტიტექტურა.
დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინაში რუსეთის ომისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმართ. მათ, ასევე, აღნიშნეს, სხვადასხვა ქვეყნის როლი უკრაინიდან ლტოლვილების მიღების საკითხში და ამ კუთხით, განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს მოლდოვას მხარდაჭერას.
განცხადებაში საუბარია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მნიშვნელობაზე. ნათქვამია, რომ მთელ ძალისხმევას მოახმარენ, რათა რუსეთის ენერგორესურსებზე მოთხოვნა რაც შეიძლება სწრაფად შემცირდეს.
გარდა ამისა, G7 ქვეყნები რუსეთსა და ბელარუსში მოსახლეობის მიმართ არსებულ რეპრესიებს ეხმაურებიან და გმობენ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება, მედიის ცენზურას და დამოუკიდებელ მედიაზე წვდომის შეფერხების სხვა მეთოდებს.
"დიდი შვიდეული რუსეთთან ან რუს ხალხთან ომში არ არის. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება იმ ლიდერებმა მიიღეს, რომლებიც დემოკრატიულ პასუხისმგებლობებს უარყოფენ. მხარს ვუჭერთ მათ, ვინც რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ვადასტურებთ რუსებისა და ბელარუსების უფლებას, მოიძიონ, მიიღონ და გაავრცელონ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია თავისუფალი, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიისგან", — ნათქვამია განცხადებაში.
-
შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ შესაწირი ყუთი "გაციფრულდა": ტერმინალით გადახდას უკვე ეკლესიაშიც შეძლებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა ნახეთ: დააფიქსირეს ოკეანის ბინადარი, რომელმაც მასზე დიდი თევზი გადაყლაპა
გადახედვა
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ
გადახედვა
-
"როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე "როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია" — კალაძე შესაძლო დასანქცირებაზე
გადახედვა
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
"ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე "ქართულ ოცნებას" ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს — შალვა პაპუაშვილი ყალბ ანგარიშებზე
გადახედვა
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
კომენტარები