ეს არის მისი ღვაწლის დაფასება — ქონების ეროვნული სააგენტო სტურუასთვის მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემაზე
ფოტო: Facebook
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა მისი ღვაწლის დაფასებაა. სააგენტოში ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გაუგებარი არავისთვის უნდა იყოს.
"რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება", — ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს საკითხზე შუამდგომლობით რუსთაველის თეატრმა მიმართა, სადაც, მათი თქმით, საქართველოს ხელოვნებისა და თეატრის მიმართ სტურუას დამსახურება იყო აღნიშნული. ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სამინისტრომ წინადადება განსახილველად მთავრობას გადასცა, რაც "რეჟისორის დამსახურების გათვალისწინებით" დადებითად გადაწყდა.
მათივე თქმით, უძრავი ქონებას სახელმწიფო აღარ ფლობს, ამიტომ მისი განკარგვის მართებულობის საკითხი სააგენტოს კომპეტენციაში არ შედის.
გუშინ, 5 თებერვალს TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცა.
ეს ფაქტი იმ დოკუმენტებით დასტურდება, რომლის მიხედვითაც, სტურუა საჯარო რეესტრს მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის მოთხოვნით მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე ამ განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრი თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთს რობერტ სტურუას დაუკანონებდა, ეს ქონება სახელმწიფოს ეკუთვნოდა.
საჯარო დოკუმენტებითვე ირკვევა, რომ გადაფორმებიდან რამდენიმე დღეში სტურუამ მიწის ნაკვეთი როინ ნოზაძეს აჩუქა. მანამდე, მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის პროცესში, როინ ნოზაძე სტურუას წარმომადგენელი იყო.
TV პირველთან თავად სტურუამ სახელმწიფოს მხრიდან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის ფაქტი უარყო. მან თქვა, რომ არც როინ ნოზაძეს იცნობს, რომელსაც აღნიშნული მიწა აჩუქა.
ამჟამად აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 177.06 კვ.მ-ის შენობა-ნაგებობას შპს ჯეო-ოლიმპი ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი აკაკი მოწონელიძეა. ტვ პირველის ინფორმაციით, რომელიც მათ მიერვე მოპოველ ნასყიდობის ხელშეკრულებას ეყრდნობა, როინ ნოზაძემ აკაკი მოწონელიძეს მიწის ნაკვეთი გასული წლის 2 დეკემბერს 221 250 დოლარად მიჰყიდა.
ამავე თემაზე:
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ Gemini-ს ალტერნატივა გამოუჩნდა? — Claude-ს ამიერიდან უშუალოდ Google-ის სერვისებშიც გამოიყენებთ
გადახედვა
კომენტარები