ცნობილი წიგნების 8 ეკრანიზაცია, რომელიც 2022 წელს გამოდის
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L / 20th Century Studios
არაფერი არ აღელვებს მკითხველს ისე, როგორც თავისი საყვარელი წიგნის ეკრანიზაციის ბედი. იმ წუთიდან, როცა ვიგებთ, რომ უკვე ცნობილ და აღიარებულ ლიტერატურულ ნაწარმოებს ფილმად ან სერიალად იღებენ, არაერთგვაროვანი განცდები გვეუფლება. ერთი მხრივ, გვიხარია, რომ ისტორია ეკრანზე გაცოცხლდება, მაგრამ, მეორე მხრივ, გვეშინია, შედეგი უხეირო არ აღმოჩნდეს. სწორედ ასეთი შერეული გრძნობებით ველოდებით 2022 წლის რამდენიმე მნიშვნელოვან ფილმსა და სერიალს, რომელთა პირველწყაროც ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი წიგნებია.
1. აგათა კრისტის სიკვდილი ნილოსზე
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
ფოტო: 20th Century Studios
ლეგენდარული ერკიულ პუაროს შესახებ დაწერილი საკულტო დეტექტივი 20th Century Studios-მა გადაიღო. ეკრანიზაციაში, რომელსაც მაყურებელი წლებია, ელოდება, კენეთ ბრანა, გალ გადოტი, როუზ ლესლი და ტომ ბეიტმანი მონაწილეობენ. ფილმი 11 თებერვალს გამოვა.
2. დელია ოუენსის იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ფოტო: Getty Images
დელია ოუენსმა თავისი სადებიუტო რომანი 70 წელს მიტანებულმა დაწერა. წიგნი 2018 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ბესტსელერების სიაში მოწინავე პოზიციებს არ თმობს. აქამდე რომანის 12 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები, "მარშის გოგოდ" ცნობილი კაიას ისტორიას მაყურებელი ეკრანზე 22 ივლისს იხილავს. ფილმში მთავარ როლებს დეიზი ედგარ-ჯონსი, ტეილორ ჯონ-სმითი და ჰარის დიკსონი ასრულებენ.
3. სტივენ კინგის სალემის ლოტი
ფოტო: Cemetery Dance Publications
ფოტო: MUBI
საშინელებათა ჟანრის მეფედ წოდებული სტივენ კინგის ეს რომანი, რომელიც ვამპირებზე შექმნილი ლიტერატურის კლასიკადაა ქცეული, სულ მალე ქართულადაც გამოვა. 1975 წელს გამოცემული ნაწარმოების მიხედვით რამდენჯერმე შექმნეს კინო, რადიო და სატელევიზიო ადაპტაციები. კიდევ ერთი კინოეკრანიზაცია, სადაც მთავარ როლებს სპენსერ ტრიტ-კლარკი, უილიამ სედლერი და ელფრი ვუდარდი ასრულებენ, წლევანდელი წლის 9 სექტემბერს გამოვა.
4. როალდ დალის მატილდა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, როალდ დალის, ეს რომანი უკვე გადაიღეს არანაკლებ ცნობილ ფილმად. ეს ეკრანიზაცია იმდენად უნაკლო იყო, რომ როცა ახალი ადაპტაციის შესახებ შევიტყვეთ, ცოტათი შევშფოთდით კიდეც. თუმცა, ნეტფლიქსის კინომიუზიკლში მის ტრანჩბულის როლს, არც მეტი, არც ნაკლები, ემა თომპსონი შეასრულებს, ამიტომ, სანერვიულო ნაკლებად გვაქვს. მიუზიკლს მაყურებელი წლის მიწურულს, დეკემბერში იხილავს.
5. სალი რუნის საუბრები მეგობრებთან
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ფოტო: BBC
ირლანდიელი მწერლის სადებიუტო რომანი 2017 წელს გამოიცა, თუმცა, მისი ავტორი უფრო პოპულარული მეორე წიგნით, ჩვეულებრივი ადამიანები, გახდა, რომელიც წარმატებულ სერიალად იქცა. მინისერიალადაა ჩაფიქრებული საუბრები მეგობრებთან, რომელიც სულ 12 სერიას მოიცავს. BBC-ის ეკრანიზაციაში ელისონ ოლივერი, ჯო ელვინი, ჯემაიმა კირკი და საშა ლეინი მონაწილეობენ. სერიალს გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მარტის ან აპრილის თვეში ვიხილავთ.
6. ჯესიკა ნოლის ყველაზე იღბლიანი გოგო
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
ფოტო: Melissa Afofeiza
ნაწილობრივ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული თრილერი დებიუტანტმა ავტორმა, ჯესიკა ნოლმა, 2015 წელს გამოსცა. წიგნი The New York Times-ის ბესტსელერი გახდა. რაც შეეხება ეკრანიზაციას, ნეტფლიქსის ფილმში მთავარ როლებს მილა კუნისი, ფინ უიტროკი და კონი ბრიტონი მოირგებენ. გადაღებები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, კინოადაპტაციის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
7. ჯეინ ოსტინის გონების ხმა
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
ფოტო: MRC
ინგლისელი მწერლის ბოლო დასრულებული რომანი ბევრისთვის ოსტინის ყველაზე საყვარელი ნაწარმოებია. რამდენჯერმე გადაიღეს წიგნის სატელევიზიო და რადიო ადაპტაცია, მის მიხედვით დაიდგა სპექტაკლებიც. მათ მალე მიემატება ნეტფლიქსის ფილმიც, სადაც ენ ელიოტის როლს დაკოტა ჯონსონი მოირგებს, მისტერ ელიოტს კი ჰენრი გოლდინგი განასახიერებს. ეკრანიზაციის გამოსვლის თარიღი კვლავაც უცნობია.
8. სომან ჩაინანის სკოლა კეთილისა და ბოროტისა
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
ფოტო: Netflix
ამერიკელი ავტორის, სომან ჩაინანისთვის, სადებიუტო რომანი იყო სკოლა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც გამოცემიდან მალევე იქცა ბესტსელერად, ითარგმნა 30 ენაზე და გაიყიდა 3 მილიონზე მეტ ეგზემპლარად. საბავშვო ფენტეზის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს შარლიზ თერონი, მიშელ იოუ და ლოურენს ფიშბერნი ასრულებენ. ნეტფლიქსის ამ ფილმის გამოსვლის თარიღი ასევე არ არის ცნობილი.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები