სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ
ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / FB
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი მტკიცებით, გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჟურნალისტების კითხვას, როდის და როგორ გადაიყვანენ სააკაშვილს, ბრეგაძე პასუხობს, რომ ეს პროცედურა დაიგეგმება ექიმებთან და უსაფრთხოების თანამშრომლებთან ერთად, როდესაც მის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ იგი თანახმაა, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.
"ადამიანის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად, რომელსაც კონსტრუქციული ძალის წაქეზებით არ ასრულებს პატიმარი სააკაშვილი, ვთავაზობთ შემდეგს: რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება #18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", — თქვა რატი ბრეგაძემ.
ჟურნალისტის კითხვას გარანტიების შესახებ მინისტრმა ასე უპასუხა:
"ეს არის, რა თქმა უნდა, შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ასევე ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა, იქნება ეს სხვადასხვა სახის აქციები გორის ჰოსპიტალთან თუ რამე სხვა დესტრუქციული ქმედება, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს როგორც ექიმების მუშაობას, ასევე, პატიმრის უსაფრთხოებას".
რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია, შეწყვეტს თუ არა შიმშილობას, სახელმწიფო კი ეხმარება ამ გადაწყვეტილების მიღებაში და სთავაზობენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, დანარჩენი კი მის თანხმობაზეა დამოკიდებული.
ჟურნალისტის კითხვას, როცა #18 დაწესებულებაში სააკაშვილი მოტყუებით გადაიყვანეს, ახლა რატომ აკეთებენ შეთავაზებას, ბრეგაძემ უპასუხა, რომ ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური იღებს, ხოლო ახლა საუბარია პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთ გაყვანაზე, რასაც პატიმრის თანხმობა სჭირდება.
ამასთან, რატი ბრეგაძის განცხადებით, "ნებისმიერი სცენარისთვის" მზად არიან, თუმცა გადაწყვეტილება მიღებულია პატიმრის ჯანმრთელობის, ასევე, სხვა მოშიმშილე ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე.
"ეს უსვამს ხაზს იმ ჰუმანურ ბუნებას, რომელიც მოიტანა ქართულმა ოცნებამ 2012 წლიდან", — დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ ბრეგაძემ ქართული ოცნების "ჰუმანურობას" დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბევრჯერ გაუსვა ხაზი.
ჟურნალისტების კითხვას, რამდენად არის აღჭურვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალი შესაბამისი ტექნიკით, მინისტრი პასუხობს:
"ეს არის ის ჰოსპიტალი, რომელიც დღემდე მკურნალობს ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და ასევე, იქ არის არაერთი სამოქალაქო პირი. ეს არის ის დაწესებულება, რომელიც სარგებლობს ძალიან მაღალი რეპუტაციით. რაც შეეხება მკურნალობის ნაწილს, ამაზე ისაუბრებენ ექიმები".
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალს საფრთხედ მიიჩნევს. ამაზე ის 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში წერდა. საფრთხის მიზეზად ის რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ხაზისა და სპეცდანიშნულების დანაყოფები ყოფნას ასახელებს.
რაც შეეხება ჰოსპიტალთან აქციების არგამართვის მოთხოვნას, ამის პირობა ოპოზიციამ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დადო და თქვა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, იქ აქციები არ გაიმართება.
დღეს სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა იუსტიციის მინისტრსა და პენიტენციურ დაწესებულებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სააკაშვილი პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი 17 ნოემბრის დასკვნის გაუთვალისწინებლობის გამო სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება — ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა, ახლა კი სახეზეა უფრო საშიში გართულების — ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.
გუშინ, 18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებასთან განაცხადა, რომ სააკაშვილი ოთახიდან გასვლისას "მოსხლეტით წაიქცა" და ის საკაცით გაიყვანეს. ბასილაია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს თვალები ხელით გაუხსნეს. ამის შემდეგ პენიტენციურმა გაავრცელა განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და "ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის". რეანიმატოლოგმა კი თქვა, რომ ექსპრეზიდენტი რეანიმაციაშია. მისივე თქმით, პაციენტმა მცირე ხნით გონება დაკარგა. ასევე, ჰქონდა მაღალი წნევა და ახლა "აბსოლუტურად სტაბილურ" მდგომარეობაშია.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო სახელმწიფოს მის ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მიწოდებისა და შიმშილობის მერე ადეკვატური მკურნალობა დაავალა, ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები