რას ყიდულობს თბილისის მერია საახალწლოდ 207 000 ლარად
ფოტო: თბილისის მერია
თბილiსის მერია საახალწლო მორთულობებისთვის 207 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, რისთვისაც 3 ტენდერია გამოცხადებული.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა, რომ გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში მერია დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლებას ან შეცვლას არ აპირებს.
მერიის დაქვემდებარებაში მყოფი თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებული 3 ტენდერიდან 2 საახალწლო ნაძვის ხეების მორთულობასა და სარესტავრაციო სამუშაოს ეხება. როგორც On.ge-ს თბილსერვისში განუცხადეს ეს ნაძვის ხეები ვარკეთილსა და გლდანში განთავსდება. მესამე ტენდერით კი მერია დეკორატიული მატარებლის შესყიდვას გეგმავს — ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა უკვე ცნობილია.
დეკორატიული მატარებელი
სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თბილისის მერია საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლისა და მორთულობების შესყიდვას 107 000 ლარად გეგმავდა. სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენამდე კომისიამ ბაზრის კვლევა ჩაატარა და ამ მიზნით 6 პოტენციურ მიმწოდებელს მიმართა — ოქმის მიხედვით, კომისიას ფასის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 1-მა კომპანიამ მიაწოდა.
წინადადებების მიღება უკვე დასრულებულია და ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. ტენდერში შპს ღამის შოუ სტუდიამ გაიმარჯვა. კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასი 105 800 ლარია.
როგორც დოკუმენტებშია მითითებული, ტენდერის ფარგლებში ღამის შოუ სტუდია თბილსერვისს შემდეგ საახალწლო საქონელს მიაწოდებს:
- საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებელი — 31 000 ლარი;
- სტრინგი თბილი ნათებით — 30 ცალი, ჯამური ღირებულება — 6 000 ლარი;
- საახალწლო სათამაშოები — 100 ცალი, ჯამური ღირებულება — 68 800 ლარი.
საახალწლო ნათურები და აქსესუარები (ნაძვის ხის განახლება/მორთვა)
თბილსერვისი 3 ნოემბერს გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერით საახალწლო ნათურების შესყიდვასა და ნაძვის ხის კონსტრუქციის რესტავრაციას გეგმავს. თბილსერვისში განმარტავენ, რომ აქ საუბარი არ არის თბილისის მთავარ ნაძვის ხეზე და ის ან ვარკეთილში, ან გლდანში განთავსდება.
სატენდერო დოკუმენტების მოთხოვნის ნაწილში წერია, რომ საჭიროა ნაძვის ხის რკინის არსებული კონსტრუქციის განახლება-რესტავრაცია და 160 ტოტისთვის ახალი სამაგრების დამატება.
კომპანიების მხრიდან წინადადებების მიღება 21 ნოემბერს დაიწყება და 24 ნოემბრამდე გასტანს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 64 000 ლარია.
საახალწლო ნათურები და აქსესუარები
თბილსერვის ჯგუფი კიდევ ერთი ტენდერით საახალწლო ნაძვის ხის ნათურებისა და გაფორმების შესყიდვას გეგმავს.
უფრო კონკრეტულად, სატენდერო მასალებში მითითებულია, რომ თბილსერვის ჯგუფი 16 მეტრის სიმაღლის კონუსის ფორმის ნაძვის ხისთვის სხვადასხვა სახის მორთულობის ყიდვას ითხოვს:
- განათება-ფარდა, თბილი ნათებით, შავი ან მწვანე მავთულით, დაცვის კლასი არანაკლებ IP65, სიგრძე 5 მეტრი — 120 ცალი;
- მანათობელი სტრინგი, ცივი ნათებით (4 000 კელვინი), დაცვის კლასი არანაკლებ IP65, სიგრძე 10-15 მეტრი — 100 ცალი;
- ნაძვის ხის სათამაშოები: მანათობელი ბურთები, ნეიტრალური ნათებით (3600-4000 კელვინი), საახალწლო ორნამენტებით, მასალა პლასტმასი, დიამეტრი: 15-25 სმ 40 ცალი, 30-35 სმ 40 ცალი, 40-50 სმ 40 ცალი — სულ 120 ცალი;
- ნაძვის ხის წვერი — ბურთი წაწვეტებული თავით, დიამეტრი არანაკლებ 40 სმ, ამონათებული 3 ცალი პროჟექტორით 20 ვატიანი, თბილი ან ნეიტრალური ნათებით, დაცვის კლასი არანაკლებ IP65 — 1 ცალი.
- საახალწლო სათამაშო, ვერცხლისფერი 1000 ცალი, ოქროსფერი 1000 ცალი, ზომა 8-12 სმ, სულ — 2000 ცალი.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 36 000 ლარია. ტენერი 3 ნოემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 19 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა



კომენტარები