სააკაშვილი კედელ-კედელ შემოვიდა, ვერ დგას წესიერად ფეხზე — გვარამია
ფოტო: კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება
ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით გაუარესებულია და მას გადაადგილების შესაძლებლობაც აღარ აქვს. გვარამიას თქმით, ის შეხვედრების ოთახში "კედელ-კედელ" შევიდა.
"ასეთი ფერის მიხეილ სააკაშვილი რამდენი დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო. ასე სუსტადაც არ იყო, იმიტომ, რომ ადამიანი შემოვიდა, კედელ-კედელ ასე ვთქვათ. რეალურად, ვერ დგას წესიერად ფეხზე. რამდენად სწორია საერთოდ, რომ ჩამოჰყავთ, არ ვიცი, მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს უკვე, რომ ჩემ გამო უნდა ჩამოვიდეს, რა საქმეც არ უნდა იყოს. ადამიანს უბრალოდ არ აქვს კარგი შესაძლებლობა, კი არა და, პრაქტიკულად, აღარ აქვს, რომ გადაადგილდეს, რამდენჯერმე ადგა ფეხზე და თავბრუ კი არ ეხვევა, უბრალოდ, ჩანს რომ ქანაობს ადამიანი და ვერ იკავებს თავს", — აცხადებს ის.
გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ადვოკატების და სხვა პირების შეფასების ამარაა დარჩენილი, რადგან კონსილიუმს მასთან შესვლის უფლებას აღარ აძლევენ.
"კონსილიუმი დაშალეს, ვერ გავიგეთ ოღონდ საპირისპირო ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა და სხვა თქვა პენიტენციურმა დეპარტამენტმა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ უკუთვლა არის ახლა ჩართული", — თქვა მან.
კონსილიუმის წევრებს ექსპრეზიდენტი რამდენიმე დღეა არ უნახავთ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურს, რაც მისმა ადვოკატებმა უარყვეს. 14 ნოემბერს შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის პოზიცია კონსილიუმს აცნობეს, ამიტომ ექიმებს იმავე დღეს ელოდებოდნენ. საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ ორსაათიანი ლოდინის შემდეგ კონსილიუმი ციხეში არ შეუშვეს იმ მოტივით, რომ არასამუშაო საათები იყო.
გარდა ამისა, ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატები მოითხოვენ, სახალხო დამცველის ეგიდით შეიქმნას ახალი კონსილიუმი პარიტეტული მოტივებით, რომელშიც 8 ექიმი სააკაშვილის, 8 კი სახელმწიფოს სურვილით შევა. ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მისი აპარატი ვერ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვის კონტექსტში და ვერ განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობის ტაქტიკას. ლომჯარია მიიჩნევს, რომ არსებულმა კონსილიუმმა არათუ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, უფრო ინტენსიურად უნდა განაგრძოს.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილი, მისი ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და მისი ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები