მე, როგორც ექიმი, დაჟინებით მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა — გამყრელიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. მისი თქმით, პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ პროტესტის შედეგად სააკაშვილი იქცა პაციენტად და როგორც ექიმი ამაზე ისაუბრებს.
"მე ექიმი ვარ და როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, პაციენტს არ ვასხვავებთ, იქნება ეს უმაღლესი თუ დაბალი თანამდებობის, არ ვასხვავებთ რასობრივი, სქესობრივი და ასე შემდეგ ნიშნებით. პაციენტი ჩვენთვის ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება", — განაცხადა მან.
გამყრელიძემ მოუწოდა პოლიტიკოსებს და მედიას, გვერდით გადადონ პოლიტიკური საკითხები და კონცენტრირდნენ ჯანდაცვაზე. მისივე თქმით, ენდობა ორივე კონსილიუმს, როგორც პირველს, ასევე გაფართოებულს, ალტერნატიულს, ამიტომ სააკაშვილის მკურნალობისას ყველამ ამ საკითხებით უნდა იხელმძღვანელოს. ჟურნალისტებმა მას უთხრეს, რომ კონსილიუმი ექსპრეზიდენტთან შესვლას ვერ ახერხებს და არ აქვს ინფორმაცია მის ახლანდელ მდგომარეობაზე, შესაბამისად, ვერც რეკომენდაციებს გასცემს, რაზეც მან განაცხადა, რომ არსებობს პაციენტის უფლებების კანონი. მისი თქმით, ამ კანონით არსებობს მეორე აზრის მოთხოვნის უფლება და მას არ ჰგონია, რომ კონსილიუმს ჰქონდეს დაბრკოლება პაციენტთან კონტაქტის, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის სამედიცინო დაწესებულება.
"კანონი, რომელშიც პაციენტის უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე უზენაესი და მას უნდა უტარდებოდეს ყველა ტიპის საჭირო სამედიცინო დახმარება. ამავე დროს მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა. ამიტომ გამომდინარე ყველაფრისგან, რაც მე ჩამოგითვალეთ, ტყუილად არ ვთქვი.
მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები", — განაცხადა მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ როგორც შიმშილობა, ისე შეწყვეტის შემდგომი პერიოდი რთულია და ხაზი გაუსვა, რომ უნდა დაეყრდნონ გაფართოებული კონსილიუმის მოწოდებებს იმაზე, თუ რა ტიპის მონიტორინგი სჭირდება სააკაშვილს, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, შექმნილი კონსილიუმი, როგორც ერთი, ისევე მეორე არის საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებელი დასკვნის დადება და კეთილი ვინებოთ და მერე ეს დასკვნა აღვასრულოთ", — განაცხადა მან.
გამყრელიძემ ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ აქვს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ექსპრეზიდენტის ოჯახთან და თავად სააკაშვილსაც კარგად იცნობს, მაგრამ მიუხედავად ამ ურთიერთობისა ბევრ საკითხში მისი და ექსპრეზიდენტის შეხედულებები ფუნდამენტურად განსხვავებული იყო.
"მე ვიცნობ საკმაოდ კარგად საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ჩვენ ერთად მოგვიწია მუშაობა პარლამენტში 90-იანი წლების ბოლოს. იქედან ვიცნობ. ასევე, საქართველოს მთავრობაში, როცა ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის უმაღლესზე ვმუშაობდი, მქონია ხშირად განხილვა სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში პოზიციების დაფიქსირება. დაგიდასტურებთ, რომ მე ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ბატონ ნიკასთან. ერთად საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით მაშინდელ სამედიცინო ინსტიტუტში და შემდეგ ბატონი ნიკა მუშაობდა სამინისტროში მაშინ, როცა მე მაღალი თანამდებობები მეკავა. ასევე, დაგიდასტურებთ, რომ საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს მის დედასთან, ქალბატონ გიულისთან. [...]
ბატონი მიხეილის ბებია იყო ჩემი მასწავლებელი, მასწავლიდა ჰისტოლოგიას, ძალიან კარგი ქალბატონი ქალბატონი ნათელა წუწუნავა. ასევე, მისი მეორე ბებია ქალბატონი მზია წერეთელი, რომელთანაც მე ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა მქონდა და მისი ძმებიც. ანუ ოჯახთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, ასევე, რა თქმა უნდა მის მეუღლესთან ქალბატონ სანდრასთან", — განაცხადა მან.
მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს. ექსპრეზიდენტი, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა. სამედიცინო სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულება არ არის მრავალპროფილური და ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ არის საჭირო. 8 ნოემბერს ექსპრეზიდენტი მისი და ადვოკატების სურვილის საწინააღმდეგოდ მაინც გლდანის ციხის დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ამავე თემაზე:
- იუსტიციის მინისტრის თქმით, სააკაშვილთან კონსილიუმს მაშინ შეუშვებენ, როცა დამატებითი რეკომენდაციები დასჭირდებათ
- ბრეგაძე: სააკაშვილზე მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, ამიტომ ექიმები ყოველდღე გააკეთებენ განმარტებებს
- გაბუნია ამბობს, რომ კონსილიუმი რუსთავის ციხეში იყო საჭირო, გლდანში კი აღარ არის
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები