რატომ დაგვიანდა ორსულთა ვაქცინაცია საქართველოში — გამყრელიძის პასუხი
ფოტო: მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, თუ რატომ დაგვიანდა საქართველოში ორსულთა ვაქცინაცია და დაასახელა კონკრეტული მიზეზებიც. ამირან გამყრელიძის განმარტებით, მსოფლიო მასშტაბით ორსულთა ვაქცინაცია დღესდღეობით დაშვებულია სამი ვაქცინით — Pfizer, Moderna და AstraZeneca.
საქართველოში ამ ეტაპზე აცრა ოთხი — Pfizer, AstraZeneca, Sinopharm და Sinovac ვაქცინებით მიმდინარეობს. გამყრელიძის თქმით, ორსულებს ჩინური ვაქცინით ვერ აცრიდნენ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ინაქტივირებული ვაქცინებია, მასზე კვლევები არ არის ჩატარებული. ამასთან როგორც გამყრელიძე ამბობს, AstraZeneca-ს შემთხვევაში არსებობს ასაკობრივი ზღვარი, 45 წელი.
"Pfizer-ის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში შემოვიდა ივნისი-ივლისის პერიოდში, ამიტომაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები", — განმარტა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის შეფასებით, ორსულთა ვაქცინაციის დაგვიანების კიდევ ერთი მიზეზია ზედმეტი სიფრთხილე, როგორც თავად ორსულების, ასევე მედპერსონალის მხრიდანაც.
"სამწუხაროდ ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრას, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. არის Pfizer-ის შესაბამისი მარაგი ქვეყანაში, რომ ისინი აიცრან და აუცილებელია, რომ ისინი აიცრან. აცრა სწორედ იცავს ორსულს, ორსული მოგეხსენებათ, მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადებისა, მათ შორის კოვიდისაც", — თქვა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ორსულებს აცრისკენ და თქვა ისიც რომ ორსულთა გარდაცვალების საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი გვაქვს. კერძოდ, მისი თქმით, შარშან ორსულის კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა გვქონდა, ხოლო წელს — 8.
"დედათა სიკვდილიანობა, ორსულთა სიკვდილიანობა, მოგეხსენებათ, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი ქვეყნისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარების. კოვიდის პერიოდში, სამწუხაროდ, მოიმატა ორსულთა გარდაცვალების შემთხვევებმა. და ჩვენც გვაქვს საქართველოში, განსაკუთრებით წელს. შარშან გვქონდა ერთი, წელს უკვე დადასტურებული 8 შემთხვევა და მე-9 გახლავთ შესწავლის სტადიაში", — თქვა გამყრელიძემ.
გაიგე მეტი:
-
ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს ლალი, ოპალი, ძოწი: შესაძლოა, ძვირფასი ქვები მარსული სიცოცხლის ისტორიას ინახავდეს
გადახედვა
-
ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას ტესტი: როგორ იცნობ ინვესტირებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას
-
რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ? რატომ არის უბრალო სალათაც კი უფრო გემრიელი, როცა მას საყვარელ თეფშზე დებ?
-
ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს ენმ ახალ თავმჯდომარეს 5 აგვისტოს აირჩევს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა ლევან იოსელიანმა ქალი პატიმრები, მათ შორის ჟურნალისტები მზია ამაღლობელი და ელისო კილაძე მოინახულა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
-
აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა აზიური პოპის კატეგორიის დამატების შემდეგ, BTS-მა გრემის ბოიკოტი გამოუცხადა
გადახედვა
-
ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს? ქვიზი: უმკლავდები თუ ვერა ზაფხულის სიცხეს?
-
POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა POG: ზუგდიდში 50 000 ლარის თაღლითური გზით მითვისებისთვის პირს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა არა, არ გეჩვენება, კირა! | როშინ ო’დონელი — ბუდობა
-
"ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს "ტვ პირველის" ცნობით, ჩხოროწყუში არასრულწლოვანი შამფურით დაჭრეს
გადახედვა
-
რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
გადახედვა
-
ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier ელიტის ახალი ექსკლუზიური ბრენდი Haier
-
დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე დავა კოვიდის წარმოშობაზე — ყველაფერი, რაც სენატში ფაუჩის მოსმენაზე უნდა იცოდე
გადახედვა
-
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
-
ღრმა ამოოხვრის საიდუმლო ღრმა ამოოხვრის საიდუმლო
-
რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ რატომ არ დაიქცევა ქვეყანა, მაღვიძარას თუ გათიშავ და ლოგინში კოტრიალს გააგრძელებ
-
საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება? საბურთალოს “სითი მოლის” მიმდებარედ ავტობუსის და სამანქანო ზოლები ემატება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა ახალციხის მეჩეთის იმამს 10 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა — დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციამ საჩივარი გამოატანინა
გადახედვა
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები