ფოთში 4-მა საჯარო მოხელემ თანამდებობა დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ფორმულა
ფოთში ქართული ოცნება 4-მა საჯარო მოხელემ დატოვა. ისინი ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.
ოთხივე პირი ფოთის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:
- გიორგი აფშილავა — ფოთის მერიის ყოფილი იურისტი;
- თამთა დაგარგულია — ფოთის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ურბანული განყოფილების უფროსი;
- გიგლა თურქია — ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი;
- გოგი გაგუა — ფოთის სამხატვრო გალერეის დირექტორი
წასვლის მიზეზებსა და გიორგი გახარიას პარტიაში გადასვლის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.
თამთა დაგარელია მიმართავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომ არ შეეშინდეთ, რადგან "ყველას ვერ გაათავისუფლებენ".
"მინდა ვუთხრა თითოეულ საჯარო მოხელეს, არ შეგაშინოთ სამსახურის დაკარგვის მუქარამ, ყველას ვერ გაგათავისუფლებენ (ვიცი, ბევრი მიხვდება რასაც ვგულისხმობ)... დღეს ჩუმად ყოფნამ კი, ნამდვილად შეიძლება საფრთხე შეუქმნას არამხოლოდ თითოეულ ჩვენგანს, არამედ ქვეყნის მომავალს", — წერს დაგარელია.
გიორგი აფშილავა თანამდებობის დატოვების მიზეზად ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ასახელებს.
"მიზეზი არის ის ვითარება, რომელიც შექმნილია ქვეყანაში — მუდმივი რადიკალიზმი, პოლარიზება, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის გამოსწორების არც რესურსი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სურვილიც კი, აღარ აქვს მოქმედ ხელისუფლებას", — წერს აფშილავა.
გიგლა თურქიას განცხადებით კი, ცვლილებების დროა და ამის გამო ტოვებს დაკავებულ თანამდებობას.
"ქალაქში არსებულმა ვითარებამ, დაუსრულებელმა დაპირისპირებამ და ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ვიწრო ინტერესების დაყენებამ მიმაღებინა გადაწყვეტილება დავტოვო ქალაქ ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობა და შევუერთე გიორგი გახარიას გუნდს", — დაწერა გიგლა თურქიამ.
ფორმულასთან გააკეთა კომენტარი ფოთის სამხატვრო გალერეის ყოფილმა დირექტორმა. გოგი გაგუას თქმით, საჯარო სამსახურის დატოვება და გახარიას გუნდში გადასვლა, ყოფილი პრემიერის ავტორიტეტმა გადააწყვეტია.
"მიმაჩნია ბატონი გიორგი გახარია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებად. მიმაჩნია ძალიან დიდ პარტიოტად ჩვენი ქვეყნის. მას ჩვენი ქალაქისთვისაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. გიორგი გახარიას ავტორიტეტმა გადაწყვიტა ჩემი მასთან ყოფნა", — თქვა მან ფორმულასთან საუბრისას.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. 29 მაისს გახარიამ პარტიისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა. პარტიას საქართველოსთვის ჰქვია.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები