გურამ როგავა ფორმულაზე გადაცემას წაიყვანს
ფოტო: Guram Rogava/Facebook
ჟურნალისტი გურამ როგავა ტელეკომპანია ფორმულაზე გადაცემას წაიყვანს. ინფორმაცია ამის შესახებ მან On.ge-ს დაუდასტურა.
გურამ როგავამ რუსთავი 2-ის დატოვების შესახებ გუშინ, 11 აგვისტოს განაცხადა.
"მადლობა "რუსთავი 2"-ს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. მადლობა ყველა იმ თანამშრომელს, ვინც ორი წლის განმავლობაში ჩემს პროფესიულ განვითარებაზე გულწრფელად ზრუნავდა, მეხმარებოდა და მაძლიერებდა. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საკუთარ თავს ამ არხზე, ძალიან მიჭირს, მაგრამ უნდა გადავდგა ეს ნაბიჯი. ცვლილებების დროა! მადლობა მაყურებელს, რომელიც გადაცემა P.S.-ის მოულოდნელი გაუჩინარების გამო, წუხილს მიზიარებდა, მამხნევებდა და ჩვენი გუნდის ეთერში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა. მეამაყება თითოეული გადაცემა, რომელიც ამ მოკლე დროში მოვამზადეთ. ბოდიში იმის გამო, რომ ვერ დავაბრუნე "პოსტსკრიპტუმი", რომლის ამბიციაც იყო ეჩვენებინა შეუნიღბავი რეალობა და დამდგარიყო ხალხის გვერდით. მჯერა, იგივე ამბიციით მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ ეს "რუსთავი 2-ზე არ მოხდება!", — დაწერა მან Facebook-ზე.
მოგვიანებით კი რადიო თავისუფლებასთან რუსთავი2-ის დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა.
“გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან. მე ვატყობდი, რომ უკვე ის დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც აქამდე პირადად მე მქონდა, მომავალაში ვერ მექნებოდა. 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, როცა დავინახეთ ჩვენ, როგორ გაუსწორდნენ ქუჩაში ჟურნალისტებს, მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემს საავტორო გადაცემაში პირდაპირ ეთერში დემონსტრაციულად დამეხია ცარიელი ფურცლები, რომელზეც მაშინ ვთვქვი, რომ სიმბოლურად იმ მომენტში მაყურებელს უნდა წარმოედგინა, რომ იყო კონსტიტუცია. 5 ივლისს ჩვენ თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია.
ამ ჟესტს შემდეგ მოჰყვა გარკვეული მძაფრი რეაქციები ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის მეც მივიღე გარკვეული გზავნილები, რომ შესაძლოა, ეს ცუდად დამთავრებულიყო. საერთო ნაცნობებმა მოიტანეს გარკვეული გზავნილები ჩემი მისამართით, რომ ეს იყო ზედმეტი, რომ ასე არ უნდა გამეგრძელებინა. ასევე, რატომღაც ასე დაემთხვა და ერთამანეთს მიეწყო, რომ რაღაცნაირად ერთი მესისჯობქსით მიგზავნიდნენ რჩევებს, რომ არ გინდა, ეს ნაბიჯი არ გადადგა, ცოტა დამშვიდდი, დაიწყნარე ნერვები. თითქოს ერთი ხელით იყო ნაწერი.
არხზე მოხვდა გარკვეული ცვლილებები და მენეჯმენტში მოვიდა ვაკო ავალიანი, რომელსაც განსხვავებული ხედვები ჰქონდა, მე სულ სხვანაირად ვხედავდი ჩემი გადაცემის განვითარებას. მე შემეძლო, დავრჩენილიყავი და მეკეთებინა ჟურნალისტიკა, რომელიც მე არ მომწონს. რუსთავი 2 ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას. შემომთავაზეს, გამეკეთებინა PS არჩევნები წინასაარცევნო პროცესში და ეს ყოფილიყო მხოლოდ თოქშოუ და არა ის ფორმატი, რაც თავდაპირველად იყო გათვალისწინებული, თუმცა, მე პირადად, ჩემი სუბიექტური განწყობებიდან გამომდინარე, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა წამოვსულიყავი", — ამბობს გურამ როგავა.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები