ბაიდენმა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდა
ფოტო: Jim Watson/AFP/Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არაერთი ქალის სექსუალურად შევიწროებაში დადანაშაულებული ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო უნდა გადადგეს.
ბაიდენმა პირველად მარტს დააფიქსირა თავისი აზრი, რომ კუომო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უნდა გადამდგარიყო, სამ აგვისტოს კი ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ისევ ასე ფიქრობს.
"სჯობს, ჯერ დავიცადოთ. ვფიქრობ, ის უნდა გადადგეს" — პასუხობს ბაიდენი კითხვაზე, საჭირო იქნება თუ არა კუომოს იმპიჩმენტი, თუ ის თავისი ნებით არ დატოვებს თანამდებობას.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ არაერთი ქალი სექსუალურად შეავიწროვა. პროკურატურა ამბობს იმასაც, რომ კუომო ცდილობდა სამაგიერო გადაეხადა ერთ-ერთი ქალისთვის, რომელიც მას შევიწროებაში ადანაშაულებდა.
პროკურორის, ლეტისია ჯეიმსის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ კუომო წლების განმავლობაში სექსუალურად ავიწროვებდა ამჟამინდელ და ყოფილ სახელმწიფო თანამშრომლებს, ასევე რამდენიმე ქალს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში არ იყო დასაქმებული და არც მის დაქვემდებარებაში მუშაობდა. პროკურორის თქმით, კუომო არასასურველად, მათი ნების წინააღმდეგ ეხებოდა ქალებს, ეუბნებოდა სექსუალური და შეურაცხმყოფელი შინაარსის ფრაზებს და ქმნიდა მტრულ სამუშაო გარემოს ქალებისთვის.
BBC-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ქალებმა განაცხადეს, რომ კუომო მათი ნების წინააღმდეგ კოცნიდა და ისვამდა კალთაში. არსებული ინფორმაციით, მან სექსუალურად შეავიწროვა ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურეც და მაისურის ქვეშ, მკერდზე შეეხო საკუთარ თანაშემწეს.
AP-ს ინფორმაციით, გამოძიებისას დაიკითხა 179 ადამიანი, რომელთა შორის იყვნენ შევიწროების მსხვერპლი ქალები, კუომოს ძველი და მოქმედი თანამშრომლები და თავად გუბერნატორი. გამომძიებლის განცხადებით, მათ იპოვეს 11 ქალი, რომელთა მონათხრობი შევიწროების შესახებ დადასტურდა სხვადასხვა მოწმის ჩვენებითა და მიღებული შეტყობინებებით.
კუომო ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ არასდროს შეხებია ვინმეს შეუსაბამოდ. შტატის რამდენიმე კანონმდებელმა, მათ შორის, კუომოს პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები