რა შემთხვევაში დატოვებს ლელო პარლამენტს — ფრაქციის განმარტება
ფოტო: ანა ვახტანაგძე/On.ge
ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის აცხადებს, რომ, თუ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგის დადგომის შემდეგ ქართული ოცნება მაინც შეეცდება, თავი აარიდოს სრულად პროპორციული ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ფრაქციის წევრები პარლამენტს დატოვებენ. ამის შესახებ საგანგებო განცხადებას ფრაქცია ავრცელებს.
ლელოს წევრები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის დატოვება გარკვეულ პირობებზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამასთან, დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი იქნება სრული ოპოზიციის გადაწყვეტილება და ეს იქნება ვადამდელი არჩევნებისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი.
"სწორედ ეს უნდა იყოს ოპოზიციის ეფექტური პასუხი ოცნების მზაკვრულ გეგმაზე. პარლამენტის დატოვების მზაობა ახლავე თუ არ გამოვაცხადეთ, საზოგადოების ნაწილში არ იქნება სათანადო მოტივაცია და დასავლელი პარტნიორების ნაწილმაც შეიძლება ჩათვალოს, რომ საბოლოოდ ოცნებას მაინც თავისას გავატანინებთ", — აცხადებს ლელო.
განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის დატოვება არის უკიდურესი ნაბიჯი და, რადგან ნათქვამი სიტყვების უკან წაღება "ოცნების" ხელწერაა, ამას ოპოზიცია ფართო ფრონტით და ეფექტიანი კოორდინაციით უნდა დაუპირისპირდეს. მით უმეტეს, რომ განცხადების თანახმად, დღეს არის ბრძოლა არა მხოლოდ მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის, არა მხოლოდ ვადამდელი არჩევნებისთვის, არამედ დღეს არის ბრძოლა რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის უვადოდ დაბრუნების მცდელობის წინააღმდეგ.
"ვიბრძოლოთ რეფერენდუმადქცეულ ადგილობრივ არჩევნებზე და ჯამურად მოვიპოვოთ 57%-ზე მეტი; მჭიდრო კოორდინაციით და აქტიური მუშაობით უნდა გავამაგროთ დასავლეთში არსებული ცალსახა მხარდაჭერა; ქართველ ხალხს და საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ "ოცნებას" არავითარ შემთხვევაში არ გავატანინებთ თავისას და არ შევეგუებით სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად მზადაა, ევროატლანტიკურ ორბიტას მოსწყვიტოს ქვეყანა.
მიგვაჩნია, რომ დღეს ყველა ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდამჭერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამოცანების გარშემო უნდა გაერთიანდეს", — ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ 2020 წლის ნოემბრისგან განსხვავებით, ამჯერად მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნის შესრულებას უზრუნველყოფს საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო მხარდაჭერა, რომლებიც მიშელის შეთანხმების ერთგულნი არიან.
"ასეთი ცალსახა და ერთსულოვანი საშინაო და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოქცეული პოლიტიკურ-სამართლებრივი ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ერთპარტიული პარლამენტი აუცილებლად დაიშლება და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები", — ნათქვამია განცხადებაში.
28 ივლისს "ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული. ეს დოკუმენტი ხუთ პუნქტს მოიცავდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-იანი დათქმა იყო — თუ მმართველმა პარტიამ პირობა დადო, თუ არჩევნებზე ამ მაჩვენებელზე ნაკლებს აიღებდა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავდა, რასაც ოპოზიცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შემდეგ ითხოვს. დოკუმენტის ანულირების მთავარი მოტივი კი ამ პირობის დარღვევა აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ქართული ოცნების მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირებულდ გამოცხადებისთანავე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტზე დაიწყო საუბარი. ზურაბ ჯაფარიძემ და ნიკა მელიამ, პროტესტის ნიშნად, პარლამენტი დატოვეს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ კი განაცხადა, რომ ის პარლამენტში რჩება, მაგრამ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს.
გაიგეთ მეტი:
- ერთი კლიკი ევროპულ ბაზრამდე — როგორ ეხმარება EU4Digital-ის პროგრამა ქართულ ბრენდებს ე-კომერციის განვითარებაში
- პირველად არ ხდება, როდესაც ქართული ოცნება თავის დაპირებას არ ასრულებს — ვიოლა ფონ კრამონი
- ნელ-ნელა ნამდვილად უახლოვდებიან რუსეთს — ევროპარლამენტარი ქართულ ოცნებაზე
- 9 წლის შემდეგ, 9 წლის წინანდელ სიტუაციას დავუბრუნდით — ვიოლა ფონ კრამონი
- ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ სარგებელი მხოლოდ კრემლს მოუტანა — ევროპარლამენტარი
- გაოგნებული და იმედგაცრუებული ვართ — ევროპარლამენტარები მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე
- ოცნების გადაწყვეტილება, დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება ძალიან სამწუხაროა — აპატურაი
- კელი ამბობს, რომ შეთანხმების ანულირებით საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს
- პავილიონისი არ არის საქართველოს მეგობარი პოლიტიკოსი — იონათამიშვილი
- როცა ვხედავთ, როგორ შორდება ეს ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას, ვერ ვხედავ შემდეგი ნაბიჯის შეთავაზების აზრს — კრამონი
- ან წახვალთ დასავლეთის გზით ან, რუსულ გზას აირჩევთ — პავილიონისი შეთანხმების ანულირებაზე
- იანუკოვიჩივით იქცევიან? — კარლ ბილდტი ქართულ ოცნებაზე
- ძალიან იმედგაცრუებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო — სენატორები
- ამ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს — სენატორი რიში მიშელის შეთანხმების ანულირებაზე
- იხევს თუ არა საქართველო უკან ევროკავშირის ამბიციებისგან? — კორტნი მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები