ქართული ოცნება ისევე არ არის სახელმწიფო, როგორც საპატრიარქო არ არის ეკლესია — ჯაფარიძე
ფოტო: ლანა კოკაია/On.ge
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქართული ოცნება ისევე არ არის სახელმწიფო, როგორც საპატრიარქო არ არის ეკლესია.
"სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია — ახალი მესიჯბოქსი აქვთ ტროგლოდიტებისთვის. ოცნება ისევე არ არის სახელმწიფო, როგორც საპატრიარქო არ არის ეკლესია, ოცნება ისევე არ არის პროდასავლური, როგორც საპატრიარქო არ არის ქრისტიანული. ამ ქვეყანაში სახელმწიფოც, ეკლესიაც, ქრისტიანული მორალის მატარებელიც და საკუთარი შვილებისთვის დასავლური მომავლის მოსურნეც არის ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა", — წერს ჯაფარიძე ფეისბუქგვერდზე.
მისივე თქმით, ის ხალხი, ვისაც ვაჟა ერთხელ მაინც აქვს გადაშლილი და ვისთვისაც სუსტის ჩაგვრა ჯოგის მიერ ლაჩრობაა და არა ვაჟკაცობა.
"ის ხალხი ვისაც ვაჟა ერთხელ მაინც აქვს გადაშლილი და ვისთვისაც სუსტის ჩაგვრა ჯოგის მიერ არის ლაჩრობა და არა ვაჟკაცობა. ოცნება და საპატრიარქო არიან ფარისეველ კლეპტოკრატთა სიმბიოზი, რომელიც პარაზიტირებს ამ ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის ტვინებში არსებულ სიბნელეზე, რომელსაც ზურგს უმაგრებს კრემლი და კრიმინალური სამყარო, და რომელიც ტრადიციულ რუსულ სტილში ფარად იფარებს იმას რაც მართლა ძვირფასია ამ ქვეყნის მოქალქეების უდიდესი უმრავლესობისთვის - სახელმწიფო, ქრისტიანობა, ჯვარი, ქართველობა და ა.შ. არ ჭამოთ ეს პრიმიტიული მესიჯბოქსი ამ ფულისა და ძალაუფლების ხამი მოძალადეებისგან, არც ის დაუთმოთ რაც მართლა ღირებულია. ვეღარ უშველიან წინგამოდგმული დავარცხნილი კომკავშირლები, რუსთაველზე მოთარეშე ჯოგი და ევროკავშირის დროშის ფხრეწაა მათი რეალური სახე", — ამბობს ჯაფარიძე.
პრემიერმინისტრის ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ესაუბრა და იგივე მესიჯბოქსი გაიმეორა, რაც პრემიერმა. ღარიბაშვილის მსგავსად, ირაკლი კობახიძე ესკლესიას "გამოესარჩლა" და მედიის წარმომადგენლები ანტიეკლესიურ ძალებად მოიხსენა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილის მსგავსად, მათ უკან ოპოზიციური ძალები დაინახა და ღარიბაშვილის მსგავსადვე მედიის წარმომაგენლები დაადანაშაულა იმაში, რომ ადამიანის ტრაგედია "პოლიტიკური მიზნების მისაღწევად" გამოიყენეს.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, დღეს ის სამთავრობო ტრიბუნიდან პატრიარქს "გამოესარჩლა" და გააკრიტიკა ყველა, ვინც მომხდარი ძალადობის გამო მისი პასუხისმგებლობის დაყენება მოითხოვა. როგოც უკვე აღვნიშნეთ, მან საპატრიარქოს კრიტიკას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული უწოდა და ბოდიშიც კი მოიხადა იმის გამო, რომ პატრიარქის დაკავებაზე ნათქვამი ფრაზის გამეორება მოუწია.
გუშინ 11 ივლისს მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს ჟურნალისტებზე ძალადობა და 5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო მთავრობას პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. აქციის მთავარი მოთხოვნები იყო პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და დამნაშავეების დასჯა.
- არ გავაშუქებ არაფერს, ლექსოს სიკვდილის გარდა, ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე — გრიგოლია
- მიშველაძე: სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით!
- ვითხოვთ მყისიერ რეაგირებას — მედია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს
აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა, ქართული ოცნების ოფისთან, პარლამენტთან, კანცელარიასთან. აქტივისტებმა პერფორმანსის სახით წითელი საღებავი შეასხეს კანცელარიისა და საპატრიარქოს კედლებს. ორივე დაწესებულებაში მალევე სცადეს პროტესტის ნიშნად შესხმული საღებავის წაშლა. ყველგან მობილიზებული იყვნენ დიდი ოდენობით სამართალდამცავები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნას იზიარებდა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ პრემიერი უნდა გადადგეს.
- პრემიერმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს — 19 არასამთავრობო
- კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა
- ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი — ლომჯარია გარდაცვლილ ოპერატორზე
კონკრეტულად პრემიერის არა, თუმცა დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა პრეზიდენტმაც. ის პირველი იყო სახელისუფლებო რგოლიდან, ვინც ოპერატორის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა.
აქციის მონაწილეებმა ულტიმატუმი წამოუყენეს ხელისუფლებას და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა დღემდე, 12 ივლისამდე მისცეს. ჯერ კიდევ გუშინ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღარიბაშვილი გადადგომას არ აპირებდა, რაც დღეს პრემიერმაც დაადასტურა.
რაც შეეხება ოპერატორის გარდაცვალების საქმეს, დაწყებულია გამოძიება. გუშინ შსს-მ ორი საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და ორივეთი მიანიშნა, რომ გარდაცვლილი შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. ეს ვერსია აქტიურად ვითარდებოდა სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ტროლგვერდებზეც, რომლებიც მედიისა და გარდაცვლილის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
პროტესტის მიზეზი გახდა ისიც, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის ნების საწინააღდეგოდ გადაიტანეს. როგორც დედა ამბობს, ცხედარს იყო გადაფარებული, თუმცა ხელიდან გამოგლიჯეს. პოლიციელებმა პარკში გახვეული ცხედარი სწრაფი ტემპით ჯერ ლიფტში შეიტანეს, ტექნიკური ხარვეზის გამო კი ცხედრით კიბეებზე ჩამოირბინეს. სუბარის ვარაუდით, ცხედარი ექსპერტიზაზე სწრაფად იმიტომ წაიღეს, რომ წინააღმდეგობა აერიდებინათ. საიას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბევრ კითხვას ბადებს, რა გააკეთეს ან არ გააკეთეს საგამოძიებო ორგანოებმა ექსპერტიზაზე ადვოკატის მისვლამდე.
ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
კომენტარები