პროკურატურამ ომბუდსმენს შესაძლოა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეებზე წვდომა მისცეს
ფოტო: Ombudsman
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურამ სახალხო დამცველს, შესაძლოა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გამოძიების საქმეებზე წვდომა მისცეს. პარლამენტში ომბუდსმენის წლიური ანგარიშის წარდგენისას ლომჯარიამ მას ჰკითხა, გამონაკლისის სახით თუ მისცემდნენ დაშვებას როგორც ძველ, ასევე, მიმდინარე გამოძიებების მასალებზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენელმა უპასუხა:
"ამ წუთას არ შემიძლია გავაჟღერო სრული პოზიცია, გამომდინარე იქედან, რომ როგორც ვიცი, ეს განცხადება ახალი შემოსულია ჩვენთან. რა თქმა უნდა, განვიხილავთ და ვფიქრობთ, თქვენი ინტერესი ამ მიმართულებით დაკმაყოფილდება და კითხვები არ იქნება ზოგადად ამ საქმესთან მიმართებით. ვგულისხმობ, პროკურატურის თავისი მანდატის ფარგლებში საქმიანობას, რაც მოჰყვება ნინოწმინდის საქმეზე ცალკეულ ეპიზოდებზე გამოძიებას", — განაცხადა მერებაშვილმა.
სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა პროკურატურას, რომ გამონაკლისის სახით მათ მისცენ დაშვება როგორც ძველ, ასევე, მიმდინარე გამოძიების მასალებზე. ლომჯარიას თქმით, უნდა ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, მათ შორის პანსიონში არსებულ ძველ ფაქტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით კი, გაუპატიურების შესაძლო შემთხვევაზე.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა, რომელიც, ამავდროულად, სიცრუეა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
ომბუდსმენი ამბობს, რომ პანსიონში ბავშვების მიმართ სასტიკი მოპყრობაც ფიქსირდება, რასაც ყოფილი თუ ამჟამინდელი აღსაზრდელები ადასტურებენ. საპატრიარქოში პანსიონის მიმართ ბრალდებებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ თუ გადაცდომები იყო, მედიაში ის უტრირებულად გაშუქდა.
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება არ მისცეს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ანა არგანაშვილის განმარტებით, კანონის მიხედვით მათი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის და სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილება მათთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, მისივე თქმით, მთელი გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ საფრთხე ყველა ბავშვისთვისაა, ყველა ბავშვის სიცოცხლე შეიძლება იყოს საფრთხეში და ეს ტექნიკური დეტალი მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკაა.
პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დაწესებულებაში 22 ბავშვი რჩება.
13 ივნისს საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა, სადაც სასულიერო პირები ევროკავშირის ელჩთან და ბავშთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან ერთად ნინოწმინდის პანსიონზე მსჯელობდნენ. შეხვედრის შემდეგ ყველა მხარემ განაცხადა, რომ მთავარია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვა და ამაზე თანხმდებიან.
შეხვედრიდან ერთ დღეში ცნობილი გახდა, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონის ხელმძღვანელი აღარ იქნება და ის ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა შეცვალა. იაკობმა სახალხო დამცველთან შეხვედრა მალევე დააანონსა და სწორედ ეს შეხვედრა გაიმართა დღეს, თბილისში.
17 ივნისს სახალხო დამცველსა და მეუფე იაკობს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინო ლომჯარია მომდევნო კვირას ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობთან ერთად ჩავა. ლომჯარიას თქმით, ერთობლივად მისვლა ბავშვებში არსებული გარკვეული გაუცხოებას აღმოფხვრის და ვითარებას განმუხტავს. ამის შემდეგ კი პანსიონში მუშაობას სახალხო დამცველის წარმომადგენლები გააგრძელებენ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა და მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი.
გაიგე მეტი:
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
-
შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის შსს აცხადებს, რომ რიყის დოქებთან ენმ-ის აქცია "თბილისობა 2026"-ის მზადებას ხელს შეუშლის
გადახედვა
-
პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა პუტინმა ქვეყნიდან ნაღდი რუბლის გატანის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ Yandex-ის საჩივრის საფუძველზე Wolt-ისა და Glovo-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები