ენტონი ბლინკენი

26 May. 2021, 12:32

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ამ წლის განმავლობაში მოუთმენლად ველით, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და სრულად ფუნქციონირებადი პარლამენტის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, რომელიც COVID-19 პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესშია.

ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის სულისკვეთებით, გისურვებთ ბედნიერ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის შესაძებლობების გაძლიერებაში და ვაფასებთ საქართველოს წვლილს ნატოს მისიაში ავღანეთში. პატივს მივაგებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ…