რას გავხარო მეძახდნენ, გამომაგდეს, მხარდასაჭერად მოვედი, მსგავსი არაფერი მინდოდა — ბარკერი
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
სირცხვილიას აქტივისტი, სალომე ბარკერი, რომელსაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ მხარდასაჭერად იყო მისული და პროვოკატორობა დააბრალეს. აქტივისტს ჰომოფობიური ჯგუფები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდნენ.
"ვუხსნიდით წყნარად, რომ არაფერი მსგავსი ხდება, გვეძახეს პროვოკატორები. ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი, ვიღაცამ მითხრა რას გავხარო, ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი და ახლა თქვენ რომ გელაპარაკებით, ვიღაცეებს ჰგონიათ იქ, რომ მე პროვოკაციას ვდგამ.
გამომაგდეს აქციიდან, აქ ნუ დგახარო და ინტერვიუსაც ნუ აძლევო, ეგეც აკრძალულიაო. ძალიან მრცხვენია, მე აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად", — განაცხადა ბარკერმა ჟურნალისტებთან.
აქტივისტები იძლებული გახადეს აქცია დაეტოვებინათ, რადგან მოთხოვნა წაუყენეს, რომ ლგბტ სამკლაური მოეხსნა.
ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ სირცხვილიას აქტივისტებს, სალომე ბარკერსა და ზუკა ბერძენიშვილს ადგილზე მყოფი ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე ფალავანდიშვილი აქტივისტს პროვოკატორს უწოდებდა, უყვიროდა და ლგბტ სამკლაურის მოხსნას მოითხოვდა.
რიონის ხეობის მცველების მაისურებით მყოფმა პირებმა კორიდორი გააკეთეს, რომ აქტივისტებს ტერიტორია დაეტოვებინათ. ამ დროს ერთ-ერთი მათგანი აქციის მონაწილებს მიმართავდა: "პროვოკაციაზე ნუ ყვებით. გაუშვით არაფერი ხდება".
როგორც სირცხვილიას აქტივისტებმა აღნიშნეს აქციაზე ჰესის მშენებლობის მოწინააღდეგეთა მხარდასაჭერად იყვნენ მისული, რადგან ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და პროტესტის მხარდაჭერას აპირებდნენ. ბარკერმა განაცხადა, რომ ამ სამკლაურს უკვე ორი წელია ატარებს და "პროვოკაციისთვის" არ გაუკეთებია და არც მის მოხსნას აპირებს.
აქტივისტები დაპირისპირებული ჯგუფებიდან პოლიციამ გამოიყვანა. საბოლოოდ მათ აქცია დატოვეს.
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები