პაატა იმნაძე

19 May. 2021, 17:46

არცერთი ვაქცინა არ მოქმედებს ადამიანის უნარზე ატაროს მანქანა, ჩაატაროს რაღაც მანიპულაციები. ამიტომ არავითარი წინაპირობა იმის, რომ ადამიანებს საჭესთან ყოფნა ავუკრძალოთ, არარსებობს, არ არის ეს რჩევა მიზანშეწონილი.

მე ვიცი, რომ ძალიან ბევრს დაბანასთანაც პრობლემები ექნება. ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა ეუბნება, არ იბანაოთო და მე მგონი, ზოგი ეუბნება, 3 დღე არ იბანაოთო. კიდევ ერთხელ ვამბობ: არავითარი საჭიროება რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ, არ არის. 

ნუ, სანამ ჭრილობაზე აკრავენ ხოლმე სპეციალურ პლასტირებს, ცოტა ხანი, ის პლასტირი რომ გვაქვს, იმ დროს, იმ წუთში ნუ ვიბანავებთ, რომ ავიცრებით. რამდენიმე ხნის შემდეგ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს არც ტანის დაბანა. 

რაც შეეხება ალკოჰოლს. დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება გინდა აცრილი იყო, გინდა არა, მაინც არ არის მიზანშეწონილი. მითუმეტეს აცრის დროს დიდი რაოდენობით მიღება არ არის მიზანშეწონილი იმიტომ, რომ იმუნური სისტემის პასუხს ხელს უშლის, მაგრამ ერთი-ორი ჭიქა ალკოჰოლის მიღება არც აცრამდე და არც შემდგომ, არ წარმოადგენს პრობლემას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა…