პაატა იმნაძე

18 May. 2021, 13:16

ბოლო კვირაში 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე კორონავირუსის გამო და ძალიან მაინტერესებს ვინ არიან ის ადამიანები, სად გაჩნდნენ, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ ნუთუ ისე გაიარა კორონამ, რომ ახლობელი არ ჰყავთ, ნათესავი არ ჰყავთ, ან მეგობარი არ ჰყავთ, რომელიც კორონას გამო დაიკარგა? ეს კითხვა მაქვს ხოლმე სულ. 

ჩვენნაირ მცირერიცხოვან ერში ყველა ყველას ნაცნობი ვართ, ახლობელი და ნათესავი და უბრალოდ, მართლა არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მზად არიან, რომ თვითონ რომ რაღაც, ვთქვათ, ერთი ზედმეტი ქეიფი ჩაატარონ ბევრ ხალხში თან, ხომ არ ვუშლით? არავინ ამბობს, რომ არ შეიკრიბოთ 3 და 4 კაცი, რა ვთქვა აღარ ვიცი, უბრალოდ. 

მაგალითად, რესტორნებში აქირავებდნენ ამ რესტორანს, ვითომ თავისი არ იყო, ვიღაც ფიზიკურ პირზე, რომ 2000 ლარი ჯარიმა გადაეხადა და უღირდა ეს 2000 ლარი, რომ 200-300 კაციანი პურ-მარილი გაეკეთებინა. რამდენი შემთხვევა ვიცით, რომ ამ 200-300 კაციანი ქორწილიდან მერე 30-50 კაცი რომ ავად გახდება და ისინი ოჯახებში რომ მიიტანენ და მათი ახლობლები რომ ავად გახდებიან და იქიდან რომ ვიღაც დაიღუპება, ეს არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  2. პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
  3. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  4. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
  5. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს

30 ივლისს, თბილისში Glovo — საქართველოს წამყვანი მრავალკატეგორიული ტექნოლოგიური პლატფორმა, მომხმარებლებს…