20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი სპეცრაზმელი ამნისტიის წინააღმდეგია — HRC
ფოტო: ტბელ აბუსერიძე
ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) ცნობით, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელებიდან ერთი ამნისტიის წინააღმდეგია, რადგან ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება არ გადაუმეტებია და არც ამნისტია სჭირდება.
ყოფილი სპეცრაზმელები ლევან იმერლიშვილი, გიორგი ესიაშვილი და მინდია ამბარდნიშვილი 2019 წლის ზაფხულში დააკავეს. HRC-ის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდი ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის კი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ გირაო 10 000 ლარის ოდენობით. ლევან იმერიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა, რაც სასამართლომ გაიზიარა და ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გიორგი ესიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 17 სექტემბერს დაიწყო. ვინაიდან საქმის განმხილველი მოსამართლე შეიცვალა, სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა ხელახლა დაიწყო.
"2021 წლის 18 მარტს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეს, დაცვის მხარის შუამდგომლობით დაერთო განცხადება, რომელიც ეხება დაზარალებულთა (მოცემულ საქმეზე არსებობს ორი დაზარალებული) და ბრალდებულის შერიგებას, ბრალდებულის მხრიდან ზიანის სრულად ანაზღაურების ფაქტს. განცხადების თანახმად, დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ არ გააჩნიათ პრეტენზია ამ საქმესთან დაკავშირებით და მიესალმებიან ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას", — ნათქვამია HRC-ის განცხადებაში.
მათივე თქმით, 2021 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ესიაშვილის მიმართ გამოყენებული დამატებითი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე. დამატებითი ღონისძიების სახედ გამოყენებული იყო საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და მისი თანხმობის გარეშე საცხოვრებელი სახლის დატოვების უფლებისა და საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება.
"გიორგი ესიაშვილი სრულად იზიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. მედიის ინფორმაციით, ბრალს, ასევე, აღიარებს ლევან იმერლიშვილიც, ხოლო მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება არ გადაუმეტებია და არც ამნისტია სჭირდება, რადგან ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ლევან იმერლიშვილს, გიორგი ესიაშვილსა და მინდია ამბარდნიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც "მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით".
სამართალდამცველების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეების მონიტორინგს
საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია 2019 წლის 20-21 ივნისს ჩადენილი
სავარაუდო დანაშაულების "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობს. ამნისტია
პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული
შეთანხმების ნაწილია. ხელმოწერილი შეთანხმების მიუხედავად, ჯერ კიდევ კითხვის
ქვეშ დგას საკითხი, თუ კონკრეტულად ვისზე გავრცელდება ამნისტია.
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
კომენტარები