DRI საქართველოს მთავრობას აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის კარანტინის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებს
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში (DRI) აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება. მათივე თქმით, აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.
DRI საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამატებით კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ისინი გალის რაიონიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდნენ გადმოსვლას. შამგონა ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და წელიწადზე მეტია ადგილობრივებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გზა საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა.
ენგურის ხიდი, რომელიც გალელებისთვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გაიხსნა. აფხაზურმა მხარემ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ან სხვა მიზნით იმყოფებოდნენ, გზა ჰუმანიტარული მიზნით გახსნა, რათა მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.
ხიდი, ასევე, გაიხსნა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე იმ პირებისთვის, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს იღებდნენ. მათ ენგურის ხიდამდე მისვლა მხოლოდ ამ დახმარებების ასაღებად შეეძლოთ. სხვაგან გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.
გადაადგილება შეეძლოთ, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა, იგივე შეღავათი არ მოქმედებდა და დღემდე არ მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა დაავადებები აწუხებთ.
აფსნიპრესის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფატქო ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრიდან პირველ აპრილამდე გალის რაიონის 3 000-მდე მცხოვრები ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ერთ წელზე მეტია დაახლოებით ამდენივე ადამიანს ყოფითი პრობლემები ყოველდღიურად ექმნება.
გაიგეთ მეტი:
-
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5 OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
გადახედვა
-
სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
გადახედვა
-
საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა ადამ კადიროვმა ჩეჩნეთში ენერგეტიკული სასმელი K13 გამოუშვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
-
"სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია "სიზმრისეული სამყარო" — მსოფლიოში პირველი LSD გამოცდილების უცნაური ისტორია
გადახედვა
-
POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს POG: კახეთში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა თბილისი თუ ბათუმი — სად არის უფრო მომგებიანი ცხოვრება, საცხოვრებლის შეძენა ან ქირა
-
ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“ ტრამპი მიიჩნევს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ჩამოსვლა "ძალიან სასარგებლო იქნებოდა“
გადახედვა
-
არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს არ მოუსმინო მათ, ვინც გეუბნება, რომ უკვე გაიზარდე — გაეცანით მარი სუხიშვილის ინტერვიუს
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას დაწურული თუ მთლიანი — რატომ სჯობს ვაშლის ჭამა მის დალევას
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე საგარეო უწყებაში უნდა დაიბარონ. ეს პოლიტიკური დემარშიცაა — გია ვოლსკი პაველ ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის
-
პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას პენ საქართველო: ვგმობთ პოეტ ზვიად რატიანისთვის მკაცრი რეჟიმის განსაზღვრას
გადახედვა
კომენტარები