წიგნის ჩუქების თვე სოფელ დიცში ბიბლიოთეკის მოწყობით დაიწყო
4 აპრილს, წიგნის ჩუქების თვეში, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ანაგრამასა და ბიბლუსის წარმომადგენლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილსა და პატარა ელენე მინდიაშვილს ესტუმრა და ბიბლიოთეკა მოუწყო.
გიორგი კეკელიძის ინიციატივით, წიგნის ჩუქების დღის წიგნის ჩუქების თვედ გადაქცევა იგეგმება. ანაგრამა და ბიბლუსი ამ იდეისა და მასთან დაკავშირებული აქციების აქტიური მხარდამჭერები არიან.
"სოფელ დიცში ჩავედით — ოკუპაციის გამყოფ ხაზთან. იქ ორი ელენე გველოდა: ბებია და შვილიშვილი — ელენე ბოლათაევა-მინდიაშვილი და პატარა ელენე მინდიაშვილი. ორივეს ძალიან უყვარს წიგნები და წიგნის ჩუქების დღის აღნიშვნა, რომელიც წელს წიგნის ჩუქების თვედ გვინდა ვაქციოთ, ბიბლუსთან და ანაგრამასთან, სწორედ ამ ოჯახიდან დავიწყეთ და ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ", — განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
"ანაგრამა ეროვნული ბიბლიოთეკისა და ბიბლუსის ამ ინიციატივის მხარდამჭერია, რადგან ვთვლით, რომ განათლების ამაღლების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია და გვინდა, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ საქმეში. წელს, პოსტპანდემიურ გარემოში, წიგნის ჩუქების აქტივობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როგორც მკითხველისთვის, ასევე ავტორებისთვის და გამომცემლობებისთვის. სწორედ ამიტომ, მიუხედავად პარალელურად არსებული არაერთი პრობლემისა, გვინდა, მთელი აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოვაცხადოთ და ყველას ვთხოვოთ, შემოგვიერთდნენ", — აცხადებს ანაგრამას დამფუძნებელი თაკო როდონაია.
:ვუერთდებით გიორგი კეკელიძის ამ ინიციატივას და მთელი თვის განმავლობაში ვიქნებით წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებული აქციების მხარდამჭერები. 23 აპრილს კი იქნება კულმინაცია და თუ შეზღუდვებმა ხელი არ შეგვიშალა, მკითხველებსა და წიგნის მოყვარულებს განსაკუთრებულ დღეს ვპირდებით. #აჩუქეწიგნი საყოველთაო გამოწვევაა, რომელშიც უკვე ორი წელია უამრავი ადამიანი ერთვება და გვიხარია, რომ 23 აპრილი უკვე იქცა ტრადიციად, როდესაც ყველანი საყვარელ ადამიანებს ვჩუქნით წიგნებს. წელს, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოწვევაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და იგი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. იმედს ვიტოვებთ, რომ წელს, კოვიდპანდემიის მიუხედავად, 23 აპრილს დღესასწაულად ვაქცევთ", — თამუნა როსტიაშვილი, ბიბლუსის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი.
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
კომენტარები