"სირცხვილია" — პავილიონისი მდინარაძის განცხადებაზე
ლიეტუველი დეპუტატი, ჟიგიმანტას პავილიონის ქართული ოცნების ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძე პასუხობს და მის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
"სირცხვილია. რუსეთ-საქართველოს ომის დრო მე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი და პასუხისმგებელი ვიყავი საქართველოს დახმარებას, რათა ქართველებს დაეძლიათ ეს სასტიკი აგრესია. ამ მძიმე პერიოდის დროს და მას შემდეგ მე ყოველდღიურად ვიბრძვი რუსეთის აგრესიისწინააღმდეგ მთელს რეგიონში", — წერს პავილიონისი ტვიტერზე.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ავკრძალოთ თუ არა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოშვება, მაგრამ მისი თქმით, მანამდე უნდა ვისმჯელოთ, შემოვუშვათ თუ არა ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი.
"ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი, ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში", — თქვა მან.
ამასთან, მდინარაძე რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გამო ჩატარებულ აქციას "პატრიოტიზმით შეფუთულ სამარცხვინო ისტერიას უწოდებს".
"ეს ყველაფერი არის ფსევდო პატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაცაქტივისტებს არც პოზნერი აინტერესებთ და არ ადარდებთ, არც აფხაზეთი და სამაჩაბლო. მათ სრული ისტერია აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევებისა და დესტრუქციის მცდელობა", — აცხადებს მდინარაძე.
პოზნერმა ქვეყანა 1-ლ აპრილს, გამთენიისას დატოვა. ის დაგეგმილზე უფრო ადრე გაფრინდა. პოზნერის თქმით, დაბადების დღის აღსანიშნად, მეგობრებთან ერთად საქართველოში დარჩენას სამი დღით აპირებდა, თუმცა მისი გეგმები საპროტესტო ტალღამ შეცვალა.
რუსი პროპაგანდისტი საქარველოში — ქეიფი და პროტესტი
რუსი პროპაგანდისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მას თან რუსული ესტრადის მომღერლები ახლავს.
იმ სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მან საქართველო დატოვოს. პროტესტის მიუხედავად პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია და ქვეყანაში მთავრობის დადგენილების წესების დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება კომენდანტის საათისას სოციალური ღონისძიების გამართვას, შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა, ხოლო შსს-ში აცხადებენ, რომ კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის ყველა სტუმარს დააჯარიმებენ.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პროტესტის ფონზე პოლიციის კორდონით დატოვეს. ისინი ავტობუსში Putin Khuilo-ს შეძახილებისა და საქართველოს ჰიმნის ფონზე ავიდნენ.
ამის შემდეგ ისინი სასტუმრო რუმსში გადავიდნენ, სადაც აქტივისტებმაც გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.
განვითარებულ მოვლენებს ოპოზიცია სამარცხვინოდ აფასებს. პოზნერის ვიზიტს შემაშფოთებელი უწოდა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ. ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი კი ამბობს, რომ პოზნერის ჩამოსვლა "სამწუხარო-სიმბოლური" რეალობის ასახვაა.
ვინ არის ვლადიმერ პოზნერი
ვლადიმერ პოზნერი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, პერვი კანალის წამყვანია. სხვადასხვა დროს მას ჰქონია გადაცემები, სადაც რუსული ნარატივი ტარდებოდა და განიხილავდნენ, რომ საქართველო ცალკე არაფერს წარმოადგენს და "რუსეთის მშვენებაა", მაგრამ ახლა, როცა დამოუკიდებელია, "საცოდავად" გამოიყურება. ამ აზრს ეთანხმებოდა პოზნერიც.
ამავდროულად, მას აქვს გაკეთებული არაერთი განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. მაგალითად, აგვისტოს ომის დაწყებაში, როცა რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა, ის საქართველოს ადანაშაულებდა.
"პირველ რიგში, საქართველო დაესხა თავს სამხრეთ ოსეთს და არა პირიქით. ეს ყველამ იცის, რომ პირველი სროლები საქართველოს მხრიდან იყო", — ამბობდა ის და ატარებდა კრემლის ნარატივს იმაზე, რომ მათ ჯარებს თბილისამდე ჩასვლა შეეძლოთ, მაგრამ შეჩერდნენ.
გარდა ამისა, პოზნერი ამტკიცებდა, რომ აფხაზები ოცნებობდნენ საქართველოსგან გამოყოფას, რადგან ქართველები მათ დამაკნინებლად ექცეოდნენ.
2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა.
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო არნოლდ შვარცენეგერის შვილმა ბოდიბილდინგის ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა — ნახეთ ვიდეო
-
უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი თქვა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: რუსეთთან დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს ბელარუსი მამუკა ფიფია: რუსეთთან დიალოგის პლატფორმად უნდა შეირჩეს ბელარუსი
გადახედვა
-
სერიალები, რომლებიც აპრილში გამოდის სერიალები, რომლებიც აპრილში გამოდის
გადახედვა
-
მთავარეპოსკოპოსი ზენონი: “მე მყავს ჩემი კანდიდატები, ვინც ილია II-ს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ" მთავარეპოსკოპოსი ზენონი: “მე მყავს ჩემი კანდიდატები, ვინც ილია II-ს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ"
გადახედვა
-
"მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია", — ზენდეია ტომ ჰოლანდზე "მივხვდი, რომ ჩემი ადამიანია", — ზენდეია ტომ ჰოლანდზე
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი ისაუბრე ფულზე — ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე იწყება ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი ისაუბრე ფულზე — ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე იწყება
-
მოინიშნე 25 აპრილი — არქი იასამნების პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა მოინიშნე 25 აპრილი — არქი იასამნების პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
-
საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით
გადახედვა
-
გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი გაეცანით დათო ტურაშვილის ბლოგს ბებიების შესახებ, ქართული ლიტერატურიდან — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის — სალომე ზურაბიშილი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მოპარვაზე ქალაქის მერი ალბათ კიდევ გვეტყვის, რომ მისი კომპეტენცია არ არის — სალომე ზურაბიშილი უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი 3.5 მლნ-ის მოპარვაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
-
ოლივია როდრიგო 3 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება ოლივია როდრიგო 3 წლის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება
გადახედვა
-
გალერეა ვერეში გამოფენა დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ გაიმართება — გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი გალერეა ვერეში გამოფენა დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ გაიმართება — გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
"მთის ამბების" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "მთის ამბების" ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება დღეს, 3 აპრილს, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება
გადახედვა
-
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
გადახედვა
-
"ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" — მერია მოქალაქეთა ჯგუფის ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე "ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" — მერია მოქალაქეთა ჯგუფის ცხოველთა თავშესაფარში შესვლაზე
გადახედვა
-
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
გადახედვა
კომენტარები